რას არ გაიგებ/ფაქტებისპორტი

მარადონას გული შესაძლოა მსოფლიოს ჩემპიონატზე არგენტინის ნაკრებთან ერთად გაემგზავროს

შეგიძლიათ წარმოიდგინოთ დიეგოს გული ნაკრების გასახდელში წინასამატჩო გარჩევებისას?

კრეატიული სარეკლამო სააგენტო Bombay, რომელსაც ოფისები აქვს მექსიკაში, ამერიკის შეერთებულ შტატებსა და არგენტინაში, აგრეთვე, საზოგადოებასთან ურთიერთობის სააგენტო SDO უცნაური ინიციატივით გამოვიდნენ. მათი იდეა იმაში მდგომარეობს, რომ ლეგენდარული არგენტინელი ფეხბურთელის დიეგო მარადონას გული ყატარში მსოფლიოს ჩემპიონატზე ჩაიტანონ, რათა ყველა დროის ერთ-ერთ საუკეთესო ფეხბურთელს ტურნირზე „დასწრების“ საშუალება ჰქონდეს.

ცნობილია, რომ მარადონა გულის გარეშე დაკრძალეს. ეს სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ორგანო დღეს პათოლოგიური ანატომიის განყოფილებაში ინახება, რომელიც ბუენოს აირესის პოლიციას ეკუთვნის.

Bombay-ს დირექტორები – ხავიერ მენტასტი და მანუელ ვეგა დარწმუნებულნი არიან, რომ მარადონა ცოცხალი რომ იყოს, ის დაესწრებოდა მსოფლიოს ჩემპიონატს არგენტინის ნაკრების გასამხნევებლად.

„გვინდა შევასრულოთ ის, რაც, ჩვენი აზრით, მისი სურვილი იქნებოდა. ამიტომაც გვინდა, მარადონას გული ნაკრებთან ერთად გაემგზავრის ყატარში. ის თან უნდა ახლდეს გუნდს, იმოგზაუროს მასთან ერთად სასტუმროებში, სტადიონებზე, გასახდელებში, მინდორზე და თუ ყველაფერი კარგად დასრულდება და არგენტინა მსოფლიოს ჩემპიონატს მოიგებს, ნანატრი თასის გვერდით დაიკავოს ადგილი. ეს ჩვენი ოცნებაა, და გვინდა, რომ ეს თითოეულის ოცნება გახდეს.

შეგიძლიათ წარმოიდგინოთ დიეგოს გული ნაკრების გასახდელში წინასამატჩო გარჩევებისას? შესაძლოა, ეს ოცნებაა, მაგრამ ჩვენ გვინდა, რომ ის ასრულდეს“, – წერია სააგენტოს განცხადებაში.

1tv.ge

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close