ვიდეოსაზოგადოება

7 წლის გოგონამ, რომელიც ბუნკერში სიმღერით ხალხს ართობდა, პოლონეთის დიდ სცენაზე უკრაინის ჰიმნი იმღერა (ვიდეო)

პოლონეთის ქალაქ ლოძში უკრაინის მხარდასაჭერად საქველმოქმედო კონცერტი გაიმართა. კონცერტი „უკრაინასთან ერთად“ უკრაინის ეროვნული ჰიმნით გაიხსნა, რომელიც 7 წლის ამელია ანისოვიჩიმა შეასრულა.

ფეისბუქზე 3 მარტს გამოჩნდა ვიდეო, რომელშიც პატარა ამელია ბობმბებისგან დასაცავ თავშესაფარში მღერის. ვიდეო სოციალური ქსელის მომხმარებელმა მარტა სმეხოვამ გამოაქვეყნა წარწერით: „ყველამ გადადო საქმეები და უსმენდნენ ამ გოგონას სიმღერას, რომელიც უბრალოდ შუქს ასხივებდა. კაცებიც კი ვერ იკავებდნენ ცრემლებს“.

ვიდეო არა მხოლოდ სოციალურ ქსელებში, არამედ მსოფლიო მედიაშიც გავრცელდა. გოგონას შესახებ New York Post-მა და CNN-მა დაწერა.

20 მარტს ამელია ანისოვიჩის სიმღერა უკვე პირდაპირ ეთერში მილიონობით მაყურებელმა მოისმინა,  კონცერტი მსოფლიოს 40 ქვეყანაში გადაიცემოდა. ცნობილია, რომ 42 მილიონზე მეტი გრივნა შეგროვდა, რომელიც უკრაინის დასახმარებლად გადაირიცხება.

მანანა ბანძელაძე

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close