ვიდეომსოფლიოსპორტი

ანასტასია გუბანოვა საუკეთესო ათეულშია – მილანი-კორტინა 2026 (ვიდეო)

იტალიაში, მილანსა და კორტინაში მიმდინარე ზამთრის ოლიმპიურ თამაშებზე, ფიგურულ ციგურაობაში ქალთა ინდივიდუალურ შეჯიბრებაზე, საქართველოს ნაკრების წევრმა ანასტასია გუბანოვამ მე-9 ადგილი დაიკავა.

მოკლე პროგრამის შემდეგ გუბანოვას 71.77 ქულა ჰქონდა და მე-6 ადგილზე იყო, თავისუფალ პროგრამაში 138.22 ქულა მიიღო და ჯამური 209.99 ქულით მეცხრე ადგილზე გავიდა. საქართველოს ნაკრების წევრმა გააუმჯობესა წინა ოლიმპიადაზე ნაჩვენები თავისივე შედეგი – პეკინში (2022 წ.) იგი საქართველოს სახელით გამოვიდა და მეათე იყო.

ქალთა შორის ფიგურულ ციგურაობაში ოლიმპიური ჩემპიონი ამერიკელი ალისა ლიუ (226.79 ქულა) გახდა. მეორე და მესამე საპრიზო ადგილები იაპონელმა მოციგურავეებმა – კაორი საკამოტომ (224.90 ქულა) და ამი ნაკაიმ (219.16 ქულა) დაიკავეს.

ზამთრის XXV ოლიმპიადა, რომელზეც 8 სპორტსმენი გამოდიოდა საქართველოს სახელით, ისტორიული აღმოჩნდა: დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ ჩვენი ქვეყნის წარმომადგენლები პირველად ავიდნენ გამარჯვებულთა კვარცხლბეკზე – ლუკა ბერულავასა და ანასტასია მეტელკინას სპორტულმა წყვილმა ფიგურულ ციგურაობაში ვერცხლის მედალი დაიმსახურა. მედლის მოპოვების შანსი ჰქონდათ ქართველ მოციგურავეებს თავიდანაც, გუნდურ შეჯიბრებაში, თუმცა ისინი მცირედით ჩამორჩნენ იტალიელებს და მე-4 ადგილს დასჯერდნენ. მოცეკვავე წყვილებში საქართველოს წარმომადგენლებმა დიანა დევისმა და გლებ სმოლკინმა გამოსვლა მე-13 ადგილზე დაასრულეს, ხოლო მამაკაცთა ინდივიდუალურ შეჯიბრებაში მოასპარეზე ნიკა ეგაძე საუკეთესო ათეულში მოხვდა – 260 ქულით მეათე ადგილი დაიკავა.

საქართველოს სახელით ზამთრის ოლიმპიადაზე კიდევ ორი სპორტსმენი გამოდიოდა: ნინო წიკლაური გიგანტურ სლალომში 49-ე ადგილზე გავიდა, ხოლო ლუკა ბუჩუკურმა ამავე სახეობაში 56-ე ადგილი დაიკავა.

ოლიმპიადის დახურვის ცერემონია 22 თებერვალს გაიმართება მილანში.

ნუცა ყაველაშვილი

ნახეთ გამარჯვებულის – ალისა ლიუს ბრწყინვალე გამოსვლა:

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close