სპორტი

საქართველოს ხელბურთელთა ნაკრებმა საბერძნეთი დაამარცხა და ევროპის ჩემპიონატზე ზედიზედ მეორედ ითამაშებს

საქართველოს ხელბურთელთა ნაკრებმა მეხუთე ტურის საშინაო მატჩში საბერძნეთთან 29:26 გაიმარჯვა და ზედიზედ მეორედ ითამაშებს ევროპის ჩემპიონატზე. 

ამ გუნდების პირველი მატჩი საბერძნეთში მასპინძელთა მინიმალური უპირატესობით, 27:26 დასრულდა. საქართველოს ნაკრებს ჯგუფში მეორე ადგილის დასაკავებლად და საბერძნეთის გადასასწრებად მხოლოდ გამარჯვება სჭირდებოდა, რადგან ევროპის ჩემპიონატზე ჯგუფის საუკეთესო ორი გუნდი გადიოდა.

მასპინძლები პირველ ტაიმში დამარცხდნენ 14:16. გადამწყვეტი აღმოჩნდა შეხვედრის ბოლო წუთები, როცა მეტი სიზუსტით ჩვენმა გუნდმა ითამაშა და საბოლოოდ 29:26 გაიმარჯვა.

ამ მოგებით ტიტე კალანდაძის გაწვრთნილმა გუნდმა ჯგუფში მეორე ადგილი დაიკავა და ევროპის ჩემპიონატზე გავიდა.

შესარჩევი ეტაპის ბოლო მატჩს საქართველოს ნაკრები 11 მაისს ისლანდიაში გამართავს.

ევროპის ჩემპიონატი კი, რომლის მასპინძლებიც შვედეთი, დანია და ნორვეგია იქნებიან, მომავალი წლის 15 იანვარს დაიწყება.

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close