ქართველების სასიძო, სოფი ლორენის ვაჟი კარლო პონტი მართლმადიდებლად მოინათლა და კიდევ ერთი კარგი ამბავი გველოდება (ვიდეო)

ცნობილი დირიჟორი კარლო პონტი მართლმადიდებლად მოინათლა.
ქართველების იტალიელი სასიძო მცხეთის სამთავროს მონასტერში მოინათლა. მას საეკლესიო სახელად გაბრიელი დაერქვა წმინდა მამა გაბრიელის პატივსაცემად.
56 წლის მუსიკოსი მსოფლიო ლეგენდის – სოფი ლორენისა და ასევე ლეგენდარული რეჟისორის – კარლო პონტის უფროსი ვაჟია. შეგახსენებთ, რომ მსოფლიო ვარსკვლავის ვაჟმა, თავადაც სამუსიკო ვარსკვლავმა, ფიტნესის ინსტრუქტორს მარიამ შარმანაშვილს ცოლობა შარშან სექტემბერში, ლეგენდარული დედის დაბადების დღის წვეულებაზე სთხოვა, ოჯახისა და ახლობლების გარემოცვაში.
ჩვენმა მკითხველებმა უკვე იცით, რომ კარლო პონტისა და მისი ქართველ რჩეულის, მარიამ შარმანაშვილის ქორწილი საქართველოში 26 ივლისს გაიმართება, მაგრამ ახალი სასიხარულო ამბავი ისაა, რომ, როგორც გაირკვა, ქორწილში სიძის დედა, 90 წლის სოფი ლორენიც ჩამოვა.
როგორც ერთ-ერთ ინტერვიუში მარიამი ამბობდა, ქორწილის ჩატარება საქართველოში იმიტომ გადაწყვიტეს, რომ კარლოს უამრავი მეგობარი და დიდი სანათესავო, რომლებიც ჩვენს ქვეყანაში არ ყოფილან, ჩამოვიდნენ და საქართველო გაიცნონ.
ინფორმაცია ნათლობის შესახებ მამა გაბრიელის სულიერმა შვილმა მალხაზ ჯინორიამ ფეისბუქზე გაავრცელა.
„ქრისტე აღსდგა! ❤ მეგობრებო, საოცარი რამ მოხდა სამთავროს მონასტერში, გუშინ მოინათლა სოფი ლორენის შვილი, ცნობილი დირიჟორი და დაერქვა სახელი გაბრიელი, ჩვენი წმინდა მამა გაბრიელის პატივსაცემად. ქორწილს აქ აპირებს და როგორც ითქვა, ქორწილში სოფი ლორენი ჩამოდის. 🙂 ❤“, – წერს მალხაზ ჯინორია.
მანანა ბანძელაძე
ამავე თემაზე: ფოტოზე მიწერილი Belissima და ჰოლივუდის „ფილმად“ ქცეული ნამდვილი ამბავი
კომენტარები