ვიდეოსპორტი

ილია სულამანიძე ევროპის ჩემპიონია (ვიდეო)

ილია სულამანიძე ევროპის ჩემპიონი გახდა. მამაკაცთა შორის 100 კგ წონით კატეგორიაში ქართველმა სპორტსმენმა ფინალში აზერბაიჯანელი ზელიმ კოცოიევი იუკოთი დაამარცხა და ოქროს მედალს დაეუფლა.

ეს გამარჯვება კიდევ  უფრო მნიშვნელოვანია იმის გამო, რომ სწორედ კოცოიევთან დამარცხდა ქართველი ფალავანი 2024 წლის პარიზის ოლიმპიადის ფინალურ შეხვედრაში და ვერცხლის მედალს დასჯერდა.

შეგახსენებთ, რომ 23 წლის ილია სულამანიძე  ევროპის ორგზის ვიცე-ჩემპიონია – 2023 და 2024 წლებში, 2021 წელს კი ბუდაპეშტში მსოფლიო ჩემპიონატზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა. დღევანდელი ოქრო ქართველი სპორტსმენის პირველი ოქროს მედალია დიდ საერთაშორისო ტურნირებზე.

მონტენეგროს დედაქალაქ პოდგორიცაში მიმდინარე ევროპის პირველობაზე ძიუდოში, შეჯიბრების მე-3 დღის ბოლოს საქართველოს ნაკრების ანგარიშზე 4 მედალია – 2  ოქრო და 2 ვერცხლი. ტურნირის  პირველივე დღეს 21 წლის გიორგი სარდალაშვილმა (60 კგ) ოქროს მედალი მოიპოვა, მეორე დღეს ვერცხლის პრიზიორი ეთერ ლიპარტელიანი (57 კგ) გახდა, ვერცხლის მედალს დაეუფლა ტატო გრიგალაშვილიც (81 კგ). ამ მაჩვენებლით საქართველოს ნაკრებმა ევროპის 2025 წლის ჩემპიონატის ინდივიდუალური ასპარეზობები საერთო გუნდურ ჩათვლაში მესამე ადგილზე დაასრულა. 27 აპრილს გუნდური შეჯიბრებები გაიმართება.

2026 წელს ევროპის ჩემპიონატს ძიუდოში საქართველო უმასპინძლებს.

ნუცა ყაველაშვილი

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close