მსოფლიოსაზოგადოება

პაპი ფრანცისკე გარდაიცვალა – იგი იქნება პირველი პაპი ბოლო ასი წლის განმავლობაში, რომელსაც ვატიკანის გარეთ დაკრძალავენ

88 წლის ასაკში რომის პაპი ფრანცისკე I გარდაიცვალა, ამის შესახებ „ვატიკანის ახალი ამბების“ პორტალი სოციალურ ქსელში იუწყება.

რომის პაპი ვატიკანში, „კაზა სანტა მარტას“ რეზიდენციაში 2025 წლის 21 აპრილს, დილით გარდაიცვალა.

რამდენიმე კვირით ადრე ვატიკანის პრესსამსახურმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ რომის პაპ ფრანცისკეს ორმხრივი პნევმონია დაუდგინდა. პონტიფიკოსი რომის ჯემელის საავადმყოფოში 14 თებერვალს მოათავსეს. მისი მდგომარეობა რამდენჯერმე დამძიმდა. ხუთკვირიანი მკურნალობის შემდეგ პაპი ფრანცისკე საავადმყოფოდან გაწერეს.

ცნობისთვის, გუშინ სააღდგომო მიმართვა რომის პაპის ნაცვლად არქიეპისკოპოსმა დიეგო რაველიმ წაიკითხა. კათოლიკური ეკლესიის წინამძღვარი წმინდა პეტრეს ტაძრის აივანზე სულ რამდენიმე წუთით გამოჩნდა.

პაპი არც სააღდგომო მესას დასწრებია.

იტალიური მედიის ცნობით, პაპის ფრანცისკეს გარდაცვალების სავარაუდო მიზეზი ინსულტი გახდა.

2024 წლის 29 აპრილს პაპი ფრანცისკეს მიერ დამტკიცებული დაკრძალვის წესების ახალი გამოცემის მიხედვით, მისი დაკრძალვის ცერემონია გამარტივებულად ჩატარდება.

Ordo Exsequiarum Romani Pontificis-ის თანახმად, პაპის გარდაცვალების დადასტურება იმ ოთახის ნაცვლად, სადაც იგი გარდაიცვალა, ტაძრის სამლოცველოში მოხდება, ხოლო მისი ნეშტი დაუყოვნებლივ მოთავსდება კუბოში.

ახალი ცვლილებების ფარგლებში გაუქმდა სამმაგი კუბოს გამოყენების ტრადიცია, რომელიც კვიპაროსის, ტყვიისა და მუხისგან მზადდებოდა.

პაპის გადაწყვეტილებით, მას ხის უბრალო კუბოში ჩაასვენებენ, რომელიც შიგნიდან თუთიის ფენით იქნება დაფარული.

ასევე, გაუქმდა ტრადიცია, რომლის მიხედვითაც პაპის ცხედარი პატივის მისაგებად წმინდა პეტრეს ბაზილიკაში ამაღლებულ პლატფორმაზე თავსდებოდა.

მორწმუნეებს შესაძლებლობა ექნებათ, გარდაცვლი პაპს პატივი მიაგონ ჩასასვენებელში, რომელსაც თავსახური ექნება მოხდილი.

ფრანცისკე პირველი პაპია ბოლო ასი წლის განმავლობაში, რომელსაც ვატიკანის გარეთ დაკრძალავენ. მისი საბოლოო განსასვენებელი, პაპის სურვილისვე თანახმად, სანტა მარია მაჯორეს ბაზილიკა იქნება.

მანანა ბანძელაძე

დაკავშირებულ თემაზე: საიდუმლო კენჭისყრა და კვამლი ვატიკანზე – როგორ ირჩევენ ახალ პაპს

საიდუმლო კენჭისყრა და კვამლი ვატიკანზე – როგორ ირჩევენ ახალ პაპს

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close