ქართველები უცხოეთშისპორტი

რამდენია ხვიჩა კვარაცხელიას ხელფასი „პსჟ“-ში – ქართველი ფეხბურთელი ლიგა 1-ის ყველაზე მაღალანაზღაურებადი ფეხბურთელების სიის ათეულშია

გავლენიანმა ფრანგულმა გამოცემა L’equipe-მა საფრანგეთის ჩემპიონატში – ლიგა 1-ში მოასპარეზე ფეხბურთელების შესახებ ფინანსური ინფორმაცია გამოაქვეყნა, რომლის მიხედვითაც პირველ 12 ადგილზე სწორედ „პსჟ“-ის ფეხბურთელები არიან.

„პსჟ“-ის ქართველი ვარსკვლავი ხვიჩა კვარაცხელია როგორც საკუთარ გუნდში, ისე ლიგა 1-ში, ანაზღაურებით მე-6 ადგილზეა ვიტინიასთან ერთად. კვარაცხელია ბრაზილიელი თანაგუნდელის მსგავსად თვეში 900 ათას ევროს გამოიმუშავებს, რაც ისეთი ვარსკვლავების შემოსავლებს აღემატება, როგორებიც არიან: ჯანლუიჯი დონარუმა, ბრედლი ბარკოლა და ნუნო მენდეში.

სიას სათავეში უსმან დემბელეა, რომლის თვიური ხელფასიც 1 500 000 ევროა.

პირველი ათეული ასე გამოიყურება:

1. უსმან დემბელე (PSG) – 1 500 000 ევრო

2. მარკინიოსი (PSG) – 1 120 000 ევრო

3. ლუკას ერნანდესი, აშრაფ ჰაკიმი (PSG) – თითოეულს 1 100 000 ევრო

5. ვარენ ზაირ-ემერი (PSG) – 950 000 ევრო

6. ვიტინია, ხვიჩა კვარაცხელია (PSG) – თითოეულს 900 000 ევრო

8. ჯანლუიჯი დონარუმა (PSG) – 849 000 ევრო

9. ნუნუ მენდეში (PSG) – 800 000 ევრო

10. პრენსელ კიმპემბე (PSG) – 640 000 ევრო

ხვიჩა კვარაცხელიას გარდა საფრანგეთის ლიგა 1-ში, მოგეხსენებათ, გიორგი მიქაუტაძე („ლიონი“; თვიურად დაახლ 63 ათასი, წლიურად 3,2 მლნ ევრო) და ზურიკო დავითაშვილიც ( „სენტ-ეტიენი“; თვიურად 17 308, წლიურად – 900 000 ევრო) ასპარეზობენ, თუმცა ისინი ტურნირის 30 ყველაზე შემოსავლიან მოთამაშეს შორის ვერ მოხვდნენ.

მსოფლიოში ყველაზე მაღალანაზღაურებადი ფეხბურთელი ამ დროისთვის კრიშტიანუ რონალდუა, რომელიც სპორტიდან 220 მლნ დოლარს იღებს წლიურად (დაახლ. 204 მლნ ევრო); მთლიანობაში კი მისი  წლიური შემოსავალი 280 მლნ დოლარია (დაახლ. 260 მლნ ევრო).

ნუცა ყაველაშვილი

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close