ეკონომიკამოგზაურობა

თბილისსა და რომს პირდაპირი ავიარეისები დააკავშირებს

ქართული ავიაკომპანია „ჯორჯიან ეარვეისი“ (Georgian Airways) ზაფხულის სანავიგაციო სეზონზე თბილისიდან იტალიაში პირდაპირ ფრენებს ორი ახალი მიმართულებით განახორციელებს, ნათქვამია ავიაკომპანიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ავიაკომპანიის ცნობით, „ჯორჯიან ეარვეისი“პრილიდან რეისებს რომისა და ფორლის მიმართულებით შეასრულებს.

რომის აეროპორტ „ფიუმიჩინოს“ მიმართულებით პირდაპირი რეისები 26 აპრილიდან კვირაში ორი სიხშირით – ოთხშაბათს და შაბათს, ფორლის მიმართულებით კი 24 აპრილიდან, კვირაში ერთხელ – ხუთშაბათს შესრულდება.

შესაბამისად, იტალიის მიმართულებით შესრულდება ყოველდღიური ფრენები: კვირაში სამჯერ – მილანში, კვირაში ორჯერ – რომში და კვირაში ერთხელ – ფორლიში.

„აღსანიშნავია, რომ „ჯორჯიან ეარვეისი“ ევროპის მიმართულებით პირდაპირ ფრენებს დღის საათებში ასრულებს, რაც განსაკუთრებით კომფორტულია მგზავრებისთვის. ავიაბილეთის სტანდარტულ ტარიფში შედის ჩასაბარებელი ბარგიც“, – ნათქვამია განცხადებაში.

ფორლი იტალიის სამედიცინო კურორტია, რომელიც ვიზიტორებს სთავაზობს ევროპული სტანდარტის სამედიცინო შემოწმებას, რეაბილიტაციას, გამაჯანსაღებელ პროცედურებსა და თერმულ სპაცენტრებს.

გარდა ამისა, ზაფხულის სანავიგაციო სეზონზე დაემატება მეოთხე სიხშირე – პარიზისა და ნიცის მიმართულებით.

„ჯორჯიან ეარვეისი“ ზაფხულის სანავიგაციო სეზონზე პირდაპირ ფრენებს ევროპის სხვა მიმართულებითაც გააგრძელებს: ვენაში, ამსტერდამში, ბერლინსა და ლარნაკაში.

პირდაპირი ფრენები შესრულდება „ბოინგ 737-700“, „ბოინგ 737-800“ და „ბოინგ 767” ტიპის ავიახომალდებით.

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close