სპორტი

კვარაცხელიას „პსჟ“-მ „რენი“ დაამარცხა

ხვიჩა კვარაცხელიას „პარი სენ-ჟერმენმა“ საფრანგეთის ჩემპიონატის 25-ე ტურის მატჩში სტუმრად „რენი“ დაამარცხა ანგარიშით 4:1. ქართველმა ფეხბურთელმა მხოლოდ მეორე ტაიმის ბოლოს დაახლოებით 30 წუთი ითამაშა ჩვეული მაღალი კლასით.

როგორც ჩანს, კვარაცხელიას ლუის ენრიკე „ლივერპულთან“ საპასუხო შეხვედრაში ძირითად შემადგენლობაში განიხილავს, ამიტომ „რენთან“ მხოლოდ მეორე ტაიმის ბოლოსკენ შეიყვანა. შეგახსენებთ, რომ ჩემპიონთა ლიგაზე „პსჟ“-მ „ლივერპულთან“ პირველი შეხვედრა დათმო მინიმალური ანგარიშით 0:1. განმეორებითი შეხვედრა ლივერპულში 12 მარტს გაიმართება.

კვარაცხელია მოედანზე 64-ე წუთზე გამოჩნდა, როცა პარიზელები ბრედლი ბარკოლასა (27) და გონსალო რამოშის (50) გოლებით 2:1-ს იგებდნენ. ქართველის გამოსვლამ სტუმრების შეტევები გაამწვავა. მან ერთ ეპიზოდში უსმან დემბელე მეკარესთან პირისპირ დატოვა, თუმცა გუნდის ბომბარდირმა მომენტით ვერ ისარგებლა.

კვარაცხელიამ 90+1-ე წუთზე მორიგი შეტევა წამოიწყო, ბურთი აშრაფ ჰაკიმის გადასცა, რომელმაც დემბელეს გადააწოდა, ამ უკანასკნელმა კი მორიგი გოლი გაიტანა. ორ წუთში დემბელემ დუბლი შეასრულა და საბოლოო ანგარიში დააფიქსირა – 4:1.

25 ტურის შემდეგ „პარი სენ-ჟერმენს“ 65 ქულა აქვს და საფრანგეთის ლიგა 1-ის ლიდერია. მეორე ადგილზე მყოფი „მარსელი“ მას 16 ქულით ჩამორჩება.

კომენტარები

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close