ტექნოლოგიებიnews

Skype-ის სერვისი უქმდება – რას გვთავაზობს Microsoft-ი სანაცვლოდ

Microsoft-ი 2025 წლის 5 მაისს Skype-ის სერვისს დახურავს. ინფორმაციას ამის შესახებ პორტალი XDA ავრცელებს.

Skype-ის პროგრამული უზრუნველყოფა 2003 წელს ესტონეთში შეიქმნა – პროგრამამ მომხმარებლებს საშუალება მისცა, 2000-იანი წლების დასაწყისში სრულიად უფასოდ დაემყარებინათ ტექსტობრივი თუ აუდიოკომუნიკაცია ადამიანებთან მსოფლიოს მასშტაბით.

2011 წლის 10 მაისს Skype-ის პროექტი კომპანია Microsoft-მა 8.5 მილიონ დოლარად შეიძინა. რამდენიმე წლის განმავლობაში ის საკმაოდ პოპულარული საკომუნიკაციო პლატფორმა იყო, თუმცა Messenger-ისა და WhatsApp-ის გამოჩენის შემდეგ Skype-მა აქტუალობა დაკარგა და მომხმარებლების გარეშე დარჩა.

როგორც ცნობილია, Skype-ის ფუნქციონალს Microsoft Teams-ის სახელით ცნობილი აპლიკაცია შეასრულებს, რომელიც მის ალტერნატივად შეიქმნა და დამატებით ფუნქციონალსაც აერთიანებს.

Skype-ის დახურვის მიზეზი მარტივია – მომხმარებლები მას აღარ იყენებდნენ, რაც პროექტს კომერციულად გაუმართლებლად აქცევდა.

Microsoft-ის მიერ Skype-ის მხარდაჭერა  მაისიდან შეწყდება.

მანანა ბანძელაძე

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close