ანასტასია და ლუკა მსოფლიო ჩემპიონები გახდნენ ზედიზედ მეორედ

უნგრეთის ქალაქ დებრეცენში მიმდინარე იუნიორთა მსოფლიო ჩემპიონატზე ფიგურულ ციგურაობაში სპორტულ წყვილებში მედლების ბოლო კომპლექტი გათამაშდა. მონაწილე 20 სპორტულ წყვილს შორის პირველი ადგილი და ოქროს მედლები ჩვენი ნაკრების წყვილმა ანასტასია მეტელკინამ და ლუკა ბერულავამ მოიპოვეს.
ანასტასია და ლუკა ზედიზედ ორჯერ გახდნენ მსოფლიო ჩემპიონები იუნიორთა შორის, ხოლო ლუკა ბერულავამ ეს ტიტული უკვე მესამედ მოიპოვა. იგი ამ უმაღლესი ჯილდოს მფლობელი 2022 წელს გახდა კარინა საფინასთან ერთად.
საქართველოს წარმომადგენლებმა, მოკლე პროგრამის მსგავსად, თავისუფალ პროგრამაშიც პირველი ადგილი დაიკავეს, ორი გამოსვლის ჯამში 191.01 ქულა დააგროვეს და მსოფლიო ჩემპიონის ტიტული დაიმსახურეს.
მეორე ადგილზე სოფია ჰოლიშენკო და არტემ დარენსკი (უკრაინა) გავიდნენ, მესამე პოზიციაზე კი – მარია არიანო კენტი და ჩარლი ლალიბერტ ლორენი (კანადა).
პირველ მარტს ერთეულთა შორის თავისუფალი პროგრამით საქართველოს წარმომადგენელმა ინგა გურგენიძემაც იასპარეზა და მსოფლიო ჩემპიონატზე გამოსვლა მეექვსე ადგილზე დაასრულა.
კომენტარები