საბერძნეთი: მოლოტოვის კოქტეილები, ქვები, ცრემლსადენი გაზი ათენის ცენტრში, არიან დაშავებულები (ვიდეო)

28 თებერვალს მთელი საბერძნეთის მასშტაბით გაიმართა ანტისამთავრობო საპროტესტო აქციები 2 წლის წინათ ტემპიში მომხდარი სარკინიგზო კატასტროფის მსხვერპლთა ხსოვნის პატივსაცემად. დედაქალაქ ათენში დემონსტრაციის დროს პოლიციასა და დემონსტრანტებს შორის შეტაკება მოხდა.
სინდაღმის მოედანზე, ათენში 10 ათასობით ადამიანი შეიკრიბა, რომლებმაც მსვლელობა გამართეს. ისინი კატასტროფაში დამნაშავე ხელისუფლების წარმომადგენლების გასამართლებას მოითხოვდნენ.
მომიტინგეები სკანდირებდნენ ლოზუნგებს: „ჩვენ გვინდა სამართალი” და „დამნაშავეები უნდა დაისაჯონ“, ხოლო როგორც მოსალოდნელი იყო, კვლავ გამოჩნდნენ ნიღბიანი ადამიანების ჯგუფები, რომლებმაც პოლიციელებს ქვები და მოლოტოვის კოქტეილები დაუშინეს. პოლიციამ მომიტინგეების წინააღმდეგ ცრემლსადენი გაზი გამოიყენა.
სამართალდამცველთა წყაროებზე დაყრდნობით, ბერძნული მედია ავრცელებს ინფორმაციას, რომ სინდაღმის მოედანზე მინიმუმ 180 000 ადამიანი შეიკრიბა, აქციის დროს მომხდარი ინციდენტების გამო 84 ადამიანი დააკავეს, დაშავდა 29 ადამიანი, რომლებიც სასწრაფო დახმარების ბრიგადებმა საავადმყოფოში გადაიყვანეს. მოგვიანებით ნაციონალურმა პოლიციამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ ათენში 125 ადამიანი დააკავეს.
ზოგიერთი მედიასაშუალება ეჭვს გამოთქვამს, რომ ნიღბიანი პროვოკატორები მრავალათასიანი მიტინგის დაშლის საბაბის მიცემის მიზნით თავად ხელისუფლებამ გამოიყენა. რატომღაც ძალიან მარტივად მოახერხეს ნიღბიანებმა 6000 პოლიციელის კორდონის გავლით დემონსტრაციის სიღრმეში შეღწევა და არეულობის მოწყობა. ზოგიერთი წყაროს ცნობით, დღის პირველ საათისთვის ათენის ცენტრალურ მოედანზე 300 ათასამდე ადამიანი იყო შეკრებილი და აქციას მონაწილეები ემატებოდნენ და ემატებოდნენ. ამრიგად ნიღბიანი პროვოკატორები კარგად გამოიყენა ხელისუფლებამ, რომ ტემპისთან დაკავშირებულ საქმეზე მრავალათასიანი მშვიდობიანი აქციის დისკრედიტაცია მოეხდინა. როგორც არსებული მონაცემებიდან ნათლად ჩანს, პოლიციამ საშუალება მისცა პროვოკატორებს, მომიტინგეების სიღრმეში შეეღწიათ, თუმცა კარგად იცოდა, რასაც მოიმოქმედებდნენ ისინი. შესაბამისად, პოლიციის რეაქციამაც არ დააყოვნა და ცრემლსადენი გაზი გამოიყენა, რის შემდეგაც მომიტინგეები იძულებულები გახდნენ, უკან დაეხიათ.
პროვოკატორებმა, რომელთაც საბერძნეთში κουκουλοφόρους-ს (კაპიუშონიანი ადამიანები) უწოდებენ, მიტინგის ცენტრში ოთხი სხვადასხვა მიმართულებიდან შეაღწიეს: სტადიოს, აკადემიასის, ერმუს და მიტროპოლისის ქუჩებიდან.
საპროტესტო აქცია და შეტაკებები თესალონიკში
ქალაქ თესალონიკში, რომელთან ახლოსაც მოხდა 2 წლის წინათ სარკინიგზო კატასტროფა, ასევე, ჰქონდა ადგილი შეტაკებებს დემონსტრანტებსა და პოლიციას შორის.
თესალონიკის აქციაზეც, თესალონიკის სარკინიგზო სადგურთან ახლოს, ქალაქ ტემპიში მომხდარი ავარიის 2 წლისთავის აღსანიშნავად ორგანიზებული მარშის დროს, მალე გამოჩნდა ნიღბიანი ადამიანების ჯგუფი და პოლიციას მოლოტოვის კოქტეილებით, ქვებითა და შუშის ბოთლებით დაესხა თავს .
ამის შემდეგ პოლიციამ დემონსტრანტების წინააღმდეგ ცრემლსადენი გაზი და ხმაურიანი ყუმბარები გამოიყენა. დააკავეს 30-მდე ადამიანი.
საპროტესტო გაფიცვის ფარგლებში, 28 თებერვალს საბერძნეთის მასშტაბით გაუქმდა მატარებლების რეისები, შეჩერდა ბორანი და საზოგადოებრივი ტრანსპორტის მუშაობა მნიშვნელოვნად შეფერხდა.
შეგახსენებთ, რომ 2023 წლის 23 თებერვალს საბერძნეთის ქალაქ ტემპში (თესალიის რეგიონი) სამგზავრო მატარებელი კომერციულ მატარებელს შეეჯახა, რის შედეგადაც 57 ადამიანი დაიღუპა, უმეტესად ახალგაზრდები.
ავარიის გამოძიების შედეგად მომზადებულ მოხსენებაში, რომელიც გუშინ, 27 თებერვალს გამოქვეყნდა, ნათქვამია, რომ კატასტროფის მიზეზი იყო ადამიანური ფაქტორი, პერსონალის დეფიციტი, მოძველებული სარკინიგზო ინფრასტრუქტურა და არასაკმარისი კვალიფიკაცია.
ბერძნული მედია იუწყება, რომ დღევანდელი მიტინგი საბერძნეთის უახლეს ისტორიაში ყველაზე ფართომასშტაბიანი იყო. მთელი ქვეყნის მასშტაბით 350 საპროტესტო აქცია მოეწყო და მილიონობით ადამიანი გამოვიდა ქუჩაში საბერძნეთის სხვადასხვა რეგიონის 320 ქალაქსა და სოფელში.
სოციალურ ქსელებში გავრცელდა ვიდეოები, როგორ ანგრევენ ნიღბიანი ადამიანები შენობების კიბეებს და სვეტს ჩაქუჩით, რომ პოლიციასთან საბრძოლველად ქვები მოიპოვონ.
Έχουν πάρει σφυρία και σπάνε μάρμαρα στα σκαλιά της Μεγάλης Βρετανίας για να τα πετάξουν στα ΜΑΤ κατά τα άλλα φταίει η ανάλγητη αστυνομία που επενέβη.#28_Φλεβάρη pic.twitter.com/BLalYqplZU
— Ορθολογιστής 🇬🇷🇨🇾🇪🇺 (@deejaym54) February 28, 2025
Μπάτσοι του Χρυσοχουντίδη σπάνε μάρμαρα στη Μεγάλη Βρετάνια.
Σας πήραμε χαμπάρι ρεεεε!#28_Φλεβάρη #Συνταγμα pic.twitter.com/C6gMiy3hgH— H XENARløS🐦 (@hx3n4r10s) February 28, 2025
ამავე თემაზე: ფოტო საბედისწერო მატარებლის მესამე ვაგონიდან, რომელიც მგზავრმა კატასტროფამდე რამდენიმე წუთით ადრე გადაიღო
საბერძნეთში სარკინიგზო კატასტროფის ადგილზე გადარჩენილთა ძებნა დასრულდა (ვიდეო)
თურქეთი ბერძენ პატიმარს დაღუპული შვილის დაკრძალვაზე დასწრების უფლებას აძლევს
კომენტარები