რას არ გაიგებ/ფაქტებიიტალია

იტალიის აეროპორტში კატამ „რაინეარის“ რეისი გააუქმა

ავიაკომპანია „რაინეარის“ კუთვნილი „ბოინგ 737“, რომელიც იტალიიდან გერმანიაში უნდა გაფრენილიყო, ორი დღის განმავლობაში რომის ჩამპინოს აეროპორტში იდგა.

ყველაფერი კი იმით დაიწყო, რომ აფრენამდე ცოტა ხნით ადრე ეკიპაჟმა ბორტზე კატის კნავილი ხმა გაიგო.

The Sun-ის ცნობით, კატა ელექტროგანყოფილებაში იყო მიმალული. ვინაიდან მისი დაჭერა ვერ მოხერხდა, კომპანია იძულებული გახდა, თვითმფრინავის კარები ღია დაეტოვებინა, რათა კატა თავისით გამოსულიყო.

მაგრამ კატა სითბოში კარგად გრძნობდა თავს, ამიტომ  „ბოინგში“ ორი დღის განმავლობაში დარჩა და თვითმფრინავის სხვადასხვა ნაწილში გადაადგილდებოდა. „რაინეარს“ გარისკვა არ უნდოდა და მოთმინებით ელოდა, როდის ინებებდა ცხოველი თვითმფრინავის დატოვებას.

ორდღიანი ლოდინისა და საჰაერო ლაინერის ტექნიკური მდგომარეობის გულდასმით შემოწმების შემდეგ, ეკიპაჟმა რომის აეროპორტიდან აფრენა შეძლო.

მანანა ბანძელაძე

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close