ვიდეოსპორტი

ხვიჩა კვარაცხელიას პირველი გოლი „პარი სენ-ჟერმენში“ (ვიდეო)

„ჩვენი ბიჭი“ - წერს ქართულად PSG

ხვიჩა კვარაცხელიას ახალმა გუნდმა „პსჟ“-მ საფრანგეთის ჩემპიონატის – ლიგა 1-ის ოცდამეერთე ტურში საკუთარ მოედანზე „მონაკოს“ სძლია 4:1.

გუნდის მწვრთნელმა ლუის ენრიკემ კვარაცხელია ისევ ძირითად შემადგენლობაში დააყენა.
შესვენების შემდეგ ანგარიში იყო 1:1, მეორე ტაიმის 54-ე წუთზე კვარაცხელიამ მეტოქის საჯარიმოში ბარკოლას შესანიშნავი პასი მიიღო, მიუხედავად იმისა, რომ 2 მცველი, პრაქტიკულად, „ფეხზე აჯდა“, ქართველმა შემტევმა კარგი მანევრი გააკეთა, ცოტა შეყოვნდა, მავისა ჩამოიცილა, კარში დაარტყა და „პსჟ“-ში თავისი პირველი გოლი გაიტანა, თან გუნდს მნიშვნელოვანი ფსიქოლოგიური უპირატესობა მოუტანა პირველი ტაიმის საყაიმო ანგარიშის შემდეგ. კვარაცხელიამ მოედანზე 67 წუთი დაყო, შემდეგ ლუის ენრიკემ იგი შეცვალა.

„პსჟ“-სთვის ვიტინიას მიერ პირველ წუთებზე გატანილი გოლი დენის ზაკარიას გოლმა გაქვითა, რომელმაც „პარკ დე პრენსზე“ ანგარიში გაათანაბრა, თუმცა კვარაცხელიას დიდებულმა გოლმა მეორე ტაიმის დასაწყისში მასპინძელთა უპირატესობა აღადგინა“, – წერს France 24.

საბოლოოდ პარიზელებმა 4:1 გაიმარჯვეს დემბელეს დუბლის შემდეგ. გოლები გაიტანეს: 1:0 ვიტინია (6), 1:1 ზაკარია (17), 2:1 კვარაცხელია (54), 3:1 დემბელე (57), 4:1 დემბელე (90).

„პსჟ“ ლიგა 1-ის 21 ტურის შემდეგ 53 ქულით ლიდერობს და 13 ქულით უსწრებს მეორე ადგილზე მყოფ „მარსელს“ (რომელიც 21-ე ტურის მატჩს კვირას ჩაატარებს „ანჟესთან“), ხოლო 16 ქულით – „მონაკოს“.

ხვიჩა კვარაცხელიამ კონტრაქტის ხელმოწერის შემდეგ  „პარი სენ-ჟერმენში“ 4 მატჩი ჩაატარა, მის ანგარიშზე ამ დროისთვის 1 გოლი და 1 საგოლე გადაცემაა.

პარიზული გუნდი მომდევნო შეხვედრას 11 თებერვალს გამართავს – ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალში გასასვლელ პლეი-ოფის პირველ მატჩში „ბრესტს“ დაუპირისპირდება გასვლით შეხვედრაში ბრეტანში. ლუის ენრიკემ ხვიჩა კვარაცხელია ტურნირის  განაცხადში შეიყვანა.

ნუცა ყაველაშვილი

p. s. პარიზულმა კლუბმა კვარას გოლის შემდეგ სოციალურ ქსელში დაწერა: „First goal with Paris Saint-Germain ❤️💙   ჩვენი ბიჭი“!“

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close