მოდა/სილამაზექართველები უცხოეთშიnews

დემნა გვასალიას საფრანგეთში ხელოვნების რაინდის წოდება მიანიჭეს

27 იანვარს პარიზში საფრანგეთის კულტურის მინისტრმა რაშიდა დატიმ დემნას გვასალიას ხელოვნებისა და ლიტერატურის ორდენის (Chevalier des Arts et des Lettres) რაინდის წოდება მიანიჭა. ეს პრესტიჟული ჯილდო მისი გამორჩეული წვლილის აღიარებაა მოდასა და კულტურაში.

დემნა გვასალია პირველი დიზაინერია არა მარტო საქართველოდან, არამედ აღმოსავლეთ ევროპიდან, რომელსაც საფრანგეთში ხელოვნების რაინდის წოდება და მედალი გადასცეს.

დემნას საერთაშორისო აღიარებას სხვა არაერთი ჯილდოც მოწმობს, მაგალითად, ამერიკის მოდის დიზაინერთა საბჭოს პრიზი (ე. წ. „მოდის ოსკარი“), რომელიც მას 2021 წელს გადაეცა. 2022 წელს დემნა ჟურნალმა Time-მა მსოფლიოში 100 ყველაზე გავლენიან ადამიანს შორისაც დაასახელა. საზღვრებს გარეთ ქვეყნის პოპულარიზაციაში შეტანილი მნიშვნელოვანი წვლილისთვის დიზაინერს საქართველოში მინიჭებული აქვს ღირსების მედალი. იგი არის თბილისის საპატიო მოქალაქე.

შეგახსენებთ, რომ  2025 წელს 10 წელი შესრულდება, რაც დემნა ფრანგული მოდის სახლის, Balenciaga-ს შემოქმედებით ხელმძღვანელად დაინიშნა.

დემნა გვასალია მსოფლიო მოდის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული და მოთხოვნადი დიზაინერია. მის მიერ შექმნილ ტანსაცმელს ირჩევენ ჰოლივუდის ვარსკვლავები, მათ შორის, რიანა, სელინ დიონი, კანიე ვესტი, კიმ კარდაშიანი, შაია ლაბაფი და უამრავი სხვა.

საფრანგეთში ხელოვნების და ლიტერატურის რაინდის  წოდება მინიჭებული აქვს მსოფლიო მასშტაბით ბევრ ცნობილ პიროვნებას, რომლებიც განსაკუთრებულად გამორჩეულები იყვნენ კულტურისა და ხელოვნების სფეროში.

ქართველებიდან საფრანგეთის ხელოვნებისა და ლიტერატურის ორდენის რაინდის წოდება მიღებული აქვთ: რუსუდან ფეტვიაშვილს, გია ყანჩელს, ქეთი მელუას, რეზო გაბრიაძეს, ლანა ღოღობერიძეs, გუჯი ამაშუკელს და გიორგი ოვაშვილს.

ეს ჯილდო არის საფრანგეთის მთავრობის ერთ-ერთი უმაღლესი აღიარება და განსაკუთრებული პატივი ხელოვანისთვის, რომელმაც მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა ხელოვნების განვითარებაში.

მანანა ბანძელაძე

ამავე თემაზე: დემნა გვასალია „ვეტმანის“ ახალი ჯინსის ქურთუკით მსოფლიოს 3 უდიდეს ქართველ პოეტს აცნობს

დემნა გვასალია „ვეტმანის“ ახალი ჯინსის ქურთუკით მსოფლიოს 3 უდიდეს ქართველ პოეტს აცნობს

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close