ვიდეოქართველები უცხოეთშისპორტი

ხვიჩა კვარაცხელიამ PSG-ში დებიუტი საგოლე გადაცემით აღნიშნა (ვიდეო)

„პარი სენ-ჟერმენმა“ „რეიმსთან“ ფრედ ითამაშა

საფრანგეთის უმაღლესი ლიგის, Ligue-1-ის მე-19 ტურის შეხვედრაში „პარი სენ-ჟემენის“ შემადგენლობაში პირველად ითამაშა ხვიჩა კვარაცხელიამ. PSG-მ შინ გამართული თამაში „რეიმსის“ წინააღმდეგ ფრედ დაასრულა  – 1:1. კვარაცხელიამ თავის სადებიუტო მატჩში 83 წუთი ითამაშა.

მატჩის დაწყებამდე ხვიჩა ქომაგებს წარუდგინეს – სტადიონი მის სახელს სკანდირებდა. კვარაცხელიამ თამაში აქტიურად დაიწყო და უკვე მე-4 წუთზე მეტოქის მცველს ყვითელი ბარათი მიაღებინა.

პირველი ტაიმი უგოლოდ დამთავრდა, მეორე ნახევრის დასაწყისში კი, მალევე ხვიჩამ  გაიბრწყინა – საჯარიმოსთან მცველებს ეფექტურად გასცდა, თანაგუნდელთან „კედელი“ გაითამაშა და პირველი საგოლე გადაცემა შეასრულა – შეხვედრის 48-ე წუთზე ხვიჩა კვარაცხელიას გადაცემის შემდეგ ანგარიში უსმან დემბელემ გახსნა და „პსჟ“ დაწინაურდა. მალე თავად ხვიჩა შეეცადა ბურთის გატანას, მაგრამ „რეიმსის“ მეკარემ საიმედოდ ითამაშა.

56-ე წუთზე სტუმრებმა ანგარიში გაათანაბრეს – სწრაფი კონტრშეტევის შემდეგ დონარუმას კარი კეიტო ნაკამურამ აიღო. ანგარიში აღარ შეცვლილა და „პარი სენ-ჟერმენმა“ გააგრძელა წაუგებელი სერია ამ სეზონში. პარიზული გუნდი 19 ტურის შემდეგ 47 ქულით კვლავაც პირველ ადგილზეა.

კვარაცხელიამ 83 წუთი ითამაშა და მენდეშთან ერთად მეორე საუკეთესო შეფასება დაიმსახურა – 7,2 ქულა.

პარიზელები მომდევნო შეხვედრას ჩემპიონთა ლიგაზე გამართავენ  29 იანვარს გერმანიაში, „შტუტგარტთან“.

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close