მიგრაციასაზოგადოებასაქართველო

საქართველოს რამდენი მოქალაქეა დეპორტირებული ევროკავშირიდან – 2024 წლის მონაცემები ქვეყნების მიხედვით

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, 2024 წელს ევროკავშირის ქვეყნებიდან საქართველოს 4 196 მოქალაქის დეპორტაცია მოხდა, მათგან 21 პირის მიღებაზე საქართველომ რეადმისიის შესახებ შეთანხმების ფარგლებში უარი განაცხადა.

დეპორტირებულთაგან 2445 მამაკაცია, 685 კი – ქალი.

მონაცემები ქვეყნების მიხედვით, საიდანაც საქართველოს მოქალაქეები დააბრუნეს საქართველოში:

გერმანია – 2 543 ადამიანი

საფრანგეთი – 710 ადამიანი

საბერძნეთი – 201 ადამიანი

შვეიცარია – 148 ადამიანი

იტალია – 92 ადამიანი

პოლონეთი – 91 ადამიანი

ესპანეთი – 58 ადამიანი

შსს-ს ცნობით, იმ 21 პირის დეპორტაცია, რომელთა მიღებაზეც საქართველოს ხელისუფლებამ რეადმისიის შეთანხმების ფარგლებში უარი თქვა, გერმანიიდან, საფრანგეთიდან, უნგრეთიდან, შვედეთიდან, ნორვეგიიდან, რუმინეთიდან, იტალიიდან, პოლონეთიდან და საბერძნეთიდან იგეგმებოდა.

2024 წლის განმავლობაში მთლიანობაში საქართველოს სახელმწიფო საზღვარი საქართველოს 2 946 320-მა მოქალაქემ გადაკვეთა, ხოლო უკან, სამშობლოში საქართველოს 2 952 853 მოქალაქე დაბრუნდა, რაც გასულ მოქალაქეებზე 6 533-ით მეტია.

შეგახსენებთ, რომ 2023 წლის განმავლობაში საქართველოდან 17 035-ით მეტი საქართველოს მოქალაქე გავიდა, ვიდრე უკან დაბრუნდა. 2022 წელს კი ქვეყნიდან გასულ საქართველოს მოქალაქეთა რაოდენობა ქვეყანაში შემოსული ჩვენი თანამოქალაქეების რაოდენობას 44 985-ით აღემატებოდა, ანუ 2023 წელს საზღვარგარეთ დარჩენილ საქართველოს მოქალაქეთა რაოდენობა 2022 წელთან შედარებით 27 950-ით ანუ 62,1%-ით შემცირდა.

ნანა ძნელაძე

ამავე თემაზე: 2023 წელს საზღვარგარეთ დარჩენილ საქართველოს მოქალაქეთა რაოდენობა 2022 წელთან შედარებით შემცირდა

2023 წელს საზღვარგარეთ დარჩენილ საქართველოს მოქალაქეთა რაოდენობა 2022 წელთან შედარებით შემცირდა

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close