
პროექტ „ნიჭიერის“ გამარჯვებული, 24 წლის ქართველი მომღერალი ბარბარა სამხარაძე თავის ახალ საავტორო სიმღერას აქვეყნებს, რომელსაც Without Feelings ჰქვია.
„აი ისიც!
სიმღერა, რომელსაც სექტემბრიდან გპირდებოდით, ჩემი „შვილობილი“.
Without Feelings ![]()
მოუსმინეთ და აუცილებლად დააფიქსირეთ თქვენი აზრი. თუ მოგეწონებათ, გააზიარეთ, რადგან თქვენი ჩართულობა ყვეელაზე მთავარიაააა!“ – დაწერა ბარბარამ გუშინ, 00:01 სთ-ზე თავის ფეისბუქგვერდზე.
„ერთ დღეში 28 ათასი ნახვაააააა! Ocean Side-ის რეკორდი მოიხსნაააა ერთი დღის ფონზე“, – წერს მომღერალი დღეს, დაახლოებით შუადღის 12 საათისთვის.
თქვენც დატკბით უნიჭიერესი ბარბარას შეუდარებელი ხმით, შეაფასეთ ახალი სიმღერა და გააზიარეთ.




კომენტარები