სულში და გულში ჩამწვდომი „ალილო“ – nostal.ge-ს სამი რჩეული შესრულება (ვიდეო)
„ოცდახუთსა დეკემბერსა“, „ჩიტი ღობეზე შემოჯდა“, „წისქვილს პური დავარიგე“ – ეს და „ალილოს“ სხვა ვარიანტები მთელ საქართველოში იყო გავრცელებული და ყველა კუთხეში თავისებურად ასრულებდნენ. სიმღერას წარმართული ჰანგი უდევს საფუძვლად. „ალილო“ კი, როგორც ჩანს, მოგვიანებით „ალილუიასგან“ დაერქვა.
ტრადიციულად, ქართული საწესო სიმღერა, „ალილო“ შობის წინა ღამეს სრულდებოდა – რადგან სიმღერა სამხმიანია, შეიკრიბებოდა რამდენიმე კაცი (სულ ცოტა, 3), ჩამოუვლიდა ყოველ ოჯახს და სიმღერით დღესასწაულს მიულოცავდა. მასპინძელი მომღერლებს სანოვაგით ასაჩუქრებდა, რომელშიც აუცილებლად იდო კვერცხი – სიცოცხლისა და ნაყოფიერების სიმბოლო.
„ალილოს“ დღესაც ბევრი მომღერალი თუ გუნდი ასრულებს და ყველას თავისი შტრიხი შეაქვს. არ არსებობს ორი ერთნაირად აჟღერებული „ალილო“ და ყველა მათგანი სულში და გულში ჩაგწვდებათ.
გთავაზობთ nostal.ge-ს სამ რჩეულ შესრულებას.
„შობის გალობა“
კომპოზიტორი: ვახტანგ კახიძე
სოლისტები: ანა კახიძე, ეკა მამალაძე, ვახტანგ კახიძე, ნატო კახიძე
„საშობაო“
კომპოზიტორი: თამაზ ჯორბენაძე
სოლისტები: თამრიკო ჭოხონელიძე, თენგიზ არჩვაძე, მარიამ როინიშვილი, „ქართული ხმები“
საშობაო საგალობელი – გალობს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე.
კომენტარები