მიგრაცია
გერმანია სასაზღვრო კონტროლს მარტის შუა რიცხვებამდე გააგრძელებს
14/12/2024
246 Less than a minute
გერმანია სასაზღვრო კონტროლს მარტის შუა რიცხვებამდე გააგრძელებს.
აღნიშნულის შესახებ გერმანიის შინაგან საქმეთა სამინისტროში განაცხადეს.
ამასთან, როგორც ქვეყნის შინაგან საქმეთა მინისტრმა, ნენსი ფეზერმა აღნიშნა, სასაზღვრო კონტროლის გახანგრძლივება 2025 წლის მარტის შემდეგაც სურს.
გერმანიამ არალეგალური მიგრაციის წინააღმდეგ საბრძოლველად გამკაცრებული სასაზღვრო კონტროლი 2023 წლის 16 სექტემბრიდან შემოიღო, რომლის მოქმედების ვადაც 15 დეკემბერს იწურებოდა, თუმცა გადაწყვიტა, სასაზღვრო კონტროლი ჩეხეთთან, პოლონეთსა და შვეიცარიასთან 15 მარტამდე გაახანგრძლივოს.
ბოლო ერთი წლის განმავლობაში გერმანიაში თავშესაფრის მოთხოვნის რაოდენობა 40%-ით შემცირდა, სასაზღვრო შემოწმებების დროს 37 ათასი ადამიანი უკან დააბრუნეს.
1tv.ge
კომენტარები