მედიცინარჩევები

რატომ არ უნდა აკოცოთ ჩვილ ბავშვს არასოდეს – ექსპერტის განმარტება

არსებობს კოგნიტიური ტენდენციურობა, რომელსაც „ცოდნის წყევლას“ უწოდებენ. ეს მაშინ ხდება, როდესაც არასწორად თვლი, რომ მოცემულ საკითხზე ყველამ იმდენივე იცის, რამდენიც შენ.

მაგალითად, კლინიკურ მიკრობიოლოგს შეიძლება სჯეროდეს, თითქოს ყველამ იცის, რომ საშინელი იდეაა, ახალშობილს თავის არეში ნებისმიერ ადგილას აკოცო.

ცოტა ხნის წინ ბრიტანეთის ეროვნული ჯანდაცვის სერვისის ქირურგმა კარან რაჯმა TikTok-ზე გამოაქვეყნა ვიდეო, რომელშიც ხალხს აფრთხილებდა ჩვილისთვის კოცნის საფრთხეების შესახებ. ვიდეოს ათასობით კომენტარი მოჰყვა, რომლებიც მეტყველებს, რომ მრავალი მომხმარებლისთვის ეს ინფორმაცია სრულიად ახალია.

ამ საკითხთან დაკავშირებით ბრიტანეთის ლესტერის უნივერსიტეტის კლინიკური მიკრობიოლოგი პრიმროუზ ფრისტონი გამოცემა The Conversation-ში წერილს აქვეყნებს. ჩვენი სტატია სწორედ ამ წერილზე დაყრდნობით არის მომზადებული.

გასული წლის ბოლოს ბრიტანულმა ფონდმა The Lullaby Trust-მა გამოაქვეყნა კვლევის შედეგები, რომ ახალი და მომავალი მშობლების 54 პროცენტი მეგობრებსა და ოჯახის წევრებს ახალშობილისთვის კოცნის უფლებას მისცემს, რადგან არაფერი იციან სერიოზულ ინფექციათა რისკის შესახებ.

საინტერესოა, რატომ არის ასე სახიფათო ახალშობილი ბავშვისთვის კოცნა?

ახალშობილის იმუნური სისტემა სრულად ჩამოყალიბებული არ არის და ამიტომ გაცილებით მაღალია სერიოზული ინფექციის შეყრის რისკი.

პირველი სამი თვის განმავლობაში ჩვილის იმუნურ სისტემას ცოტა აქვს ინფექციების წინააღმდეგ მებრძოლი თანდაყოლილი უჯრედი, მაგალითად, ნეიტროფილები და მონოციტები. შედეგად, ინფექციები, რომლებიც მოზრდილ ან დიდ ბავშვებში მსუბუქ სიმპტომებს იწვევს, შეიძლება ჩვილების სიცოცხლისთვის სახიფათო აღმოჩნდეს.

ამის ერთ-ერთი მაგალითია ჰერპესის ვირუსი. მოზრდილებში ჰერპესი მუწუკებს იწვევს, მაგრამ ამ ვირუსის გადადების შემთხვევაში ჩვილები შეიძლება სწრაფად გახდნენ სერიოზულად ავად.

თუ ჰერპესმა ჩვილის მხოლოდ თვალები, პირი ან კანი დააზიანა, უმეტეს შემთხვევაში, ისინი ანტივირუსული მკურნალობის შემდეგ გამოჯანმრთელდებიან. მაგრამ თუკი ვირუსი სისტემური გახდა და იმოქმედა ჩვილის ორგანოებზე, ინფექცია უკვე გაცილებით სერიოზულია და შეიძლება სასიკვდილოც.

ასაკით რაც უფრო პატარაა ჩვილი, მით უფრო მოწყვლადია ჰერპესის ინფექციისადმი, განსაკუთრებით დაბადებიდან პირველი ოთხი კვირის განმავლობაში.

ამას გარდა, ახალშობილები დიდ ბავშვებსა და მოზრდილებზე მეტად მოწყვლადნი არიან ინფექციური ბაქტერიებისადმი, განსაკუთრებით მგრძნობიარენი კი უჯრედშიდა პათოგენების ინფექციებისადმი (ბაქტერიები, რომლებსაც უჯრედში შესვლა და იქ არსებობა შეუძლიათ), მაგალითად B ჯგუფის სტრეპტოკოკებისადმი.

ხშირად ეს ბაქტერიები თავიანთ მასპინძელთა კუჭ-ნაწლავისა და გენიტალურ ტრაქტებში ბინადრობენ ისე, რომ არ იწვევენ რაიმე დაავადებას. B ჯგუფის სტრეპტოკოკები ჩვილებში იწვევს სეფსისს, პნევმონიას, მენინგიტსა და სისხლის ინფექციებს.

ჩვილები ასევე მოწყვლადნი არიან ნაწლავის ჩხირის (E. coli) სხვადასხვა ისეთი შტამისადმი, რომლებიც მოზრდილებისთვის სახიფათო არაა, მათში კი იწვევს პნევმონიას, მენინგიტსა და სეფსისს — ყველა ამ დაავადებას შეიძლება სერიოზული შედეგები მოჰყვეს.

გააგრძელე კითხვა აქ: https://1tv.ge/news/eqsperti-ganmartavs

დაკავშირებულ თემაზე: უებარი საშუალება ჰერპესის წინააღმდეგ

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close