დაივიწყეთ ძვირი საწმენდი საშუალებები – კბილის პასტის და ძმრის ნარევი ყველაფერს აპრიალებს
არსებობს მარტივი და უსაფრთხო გზა წყალში არსებული მინერალების დანალექებისა და სხვა ლაქებისგან სააბაზანოსა და სამზარეულოს გასაწმენდად კბილის პასტისა და ძმრის გამოყენებით, უმჯობესია თეთრის.
ამ საწმენდი საშუალების საკუთარი ხელით მოსამზადებლად, უბრალოდ, ერთმანეთში აურიეთ 150 მილილიტრი ძმარი და ნახევარი სუფრის კოვზი კბილის პასტა. ნარევის ეფექტის გასაძლიერებლად დაუმატეთ მას ორი სუფრის კოვზი მარილი და ურიეთ ერთგვაროვანი სითხის მიღებამდე.
მიღებული ხსნარი სპრეის ბოთლში ჩაასხით. ეს საწმენდი საშუალება შეგიძლიათ გამოიყენოთ სამზარეულოს ქურების, ონკანების, საშხაპეების, აბაზანის ფილების და უნიტაზის გასაწმენდად. დაბინძურებულ ზედაპირებზე წასმიდან 10-15 წუთის შემდეგ ჩამორეცხეთ წყლით და მშრალი სუფთა ტილოთი გაამშრალეთ, უმჯობესია, თუ მიკროფიბრის ტილოს გამოიყენებთ.
კუთხოვან ადგილებში, სადაც უფრო მყარად ჯდება დანალექი და სიშავე, ხსნარის შესხმის შემდეგ ქაღალდის წებოვანა დააკარით და გარედანაც დაასველეთ. მიუდგომელ ადგილებში გასაწმენდად კბილის ჯაგრისი გამოიყენეთ.
უნიტაზის გასაწმენდად სითხე დატოვეთ ნახევარი საათი ან მეტი.
ეს მეთოდი ეფექტიანია, თანაც ჯანმრთელობისთვის უსაფრთხო, ხოლო ინგრედიენტები ნებისმიერ ოჯახში მოიპოვება, რაც ამ ხსნარს მაღაზიაში ნაყიდი საწმენდი საშუალებების იაფ და ხელმისაწვდომ ალტერნატივად აქცევს.
თამარ ქავჟარაძე
მსგავს თემაზე: რატომ უნდა ჩაასხათ სუფრის ძმარი სარეცხ მანქანაში რეცხვისას – ის, რაც აქამდე არ იცოდით
ძმარი დეპრესიის სიმპტომებს მნიშვნელოვნად ამსუბუქებს – ახალი კვლევა
ასევე, დაგაინტერესებთ: გავწმინდოთ სახლი უარყოფითი აურისგან მარტივად
კომენტარები