იმისათვის, რომ 2025 წლის მთავარი მმართველის, მწვანე ხის გველის კეთილგანწყობა მოვიპოვოთ, ასტროლოგების რჩევებისა და ფენ შუის ტრადიციებს გათვალისწინებაა საჭირო. დღესასწაულისთვის ფერების და სტილის სწორად არჩევით შეგიძლიათ მოიზიდოთ იღბალი და ჰარმონია მთელი წლის განმავლობაში.
ცხადია, 2025 წელს მწვანე მთავარი ფერია, თუმცა გველის „მოსაშინაურებლად“, წარმატებებისა და სიმდიდრის მოსაზიდად მწვანე ფერის გარდა დეკორაციაში და სადღესასწაულო სამოსში ყვითელი და ყავისფერი გამოიყენეთ. ეს ფერები ხაზს უსვამს ხის ელემენტის ძალას.
რა სიმბოლური დატვირთვა აქვს 2025 წლის ფერებს
მწვანე ფერი ბუნებასთან, განახლებასა და ჰარმონიასთან ასოცირდება. შეგიძლიათ გამოიყენოთ მწვანე ფერის ყველა ელფერი – ზურმუხტისფრიდან დაწყებული, პასტელის ტონებით დამთავრებული.
ზურმუხტისფერი ბუნების სილამაზესა და სიცოცხლისუნარიანობას ასახავს. ის ასევე ასოცირდება განვითარებასთან და შემოქმედებითი უნარის გამოვლენისკენ გვიბიძგებს. ზურმუხტისფერი მომავლის იმედის სიმბოლოცაა, ამიტომ ასტროლოგები განსაკუთრებით გვირჩევენ, 2025 წლის დადგომა ამ ფერის სამოსში აღვნიშნოთ, რათა პროდუქტიული და ბედნიერი წელი გვქონდეს, სავსე მრავალი შესაძლებლობით, სიმდიდრით, წარმატებებით და სტაბილურობით.
მწვანე მეტალის ელფერით კეთილდღეობას და ფუფუნებას მოიზიდავს. ის ფულის და წარმატების სიმბოლოა.
ყვითელი არის ნათელი, თბილი და მხიარული ფერი, რომელიც მზის და კეთილდღეობის სიმბოლოა. 2025 წელს ყვითელ ფერს შეუძლია ურთიერთობებში ჰარმონია და პოზიტიური ცვლილებები მოიტანოს.
ყავისფერი სიმყარეს და სტაბილურობას აღნიშნავს. ამ ფერისათვის დამახასიათებელი „მყარი ერთფეროვნება“ არასტაბილურობას ენერგეტიკულად კეტავს.
რაკი გველს მშვიდი ფუფუნება მოსწონს, შეგიძლიათ ზომიერად გამოიყენოთ წითელი და ოქროსფერი.
რა ფერებს მოვერიდოთ, რომ 2025 წელს უიღბლობა არ მოვიზიდოთ ?
მოჟამული ფერები გველს არ მოსწონს, ამიტომაც ეს დეტალიც გაითვალისწინეთ. მოერიდეთ მუქ ლურჯს და შავ ფერებს, რადგან ისინი წყლის ელემენტს მიეკუთვნებიან და ხის გველის ენერგიასთან კონფლიქტში მოდიან. ამ ფერებს შეუძლია დადებითი ენერგიების დაბლოკვა და დაძაბულობის შექმნა.
სახლის მორთვისა თუ სამოსის არჩევისას კარგი იქნება, ეს რჩევები გაითვალისწინოთ და წლის სიმბოლოს კეთილგანწყობა მოიპოვოთ.
თამთა გურული
დაკავშირებულ თემაზე: ფერების ტესტი: გაიგეთ, სინამდვილეში რამდენი წლის ხართ
სიზმრის ახსნა ფერების მიხედვით
კომენტარები