მსოფლიოnewsსაზოგადოება

Collins-ის ლექსიკონმა 2024 წლის სიტყვა დაასახელა

ინგლისური ენის ლექსიკონის Collins English Dictionary შემდგენლებმა 2024 წლის სიტყვად Brat დაასახელეს. ინფორმაცია ამის შესახებ ლექსიკონის ვებგვერდზე გამოქვეყნდა.

Brat – მომღერალ Charli XCX-ის ალბომის სახელწოდებაა, რომელიც ზაფხულში გამოვიდა და პოპ-კულტურის ფენომენი გახდა.

„ამ სიტყვამ გამოხმაურება პოვა ადამიანებში მთელი მსოფლიოს მასშტაბით, ფრაზა brat summer კი ესთეტიკისა და ცხოვრების წესის ამსახველი გახდა“, – აღნიშნულია ლექსიკონის ბლოგში.

თავდაპირველად Collins-მა განმარტა, რომ Brat არის ვინმე, განსაკუთრებით ბავშვი, ვინც ცუდად იქცევა და ყველას აღიზიანებს. ახლა ლექსიკონმა მას კიდევ ერთი განმარტება დაუმატა: „Brat – თავდაჯერებული, დამოუკიდებელი და ჰედონისტური განწყობა და საქციელია“.

წლის მთავარი სიტყვების შორტლისტში ასევე მოხვდნენ:

era – ტეილორ სვიფტის ტური Eras Tour;

supermajority, „აბსოლუტური უმრავლესობა“ – სიტყვა ასახავს წელს მსოფლიოში არჩევნების დიდ რაოდენობას;

yapping – სიტუაცია, როდესაც ვიღაც „მეტისმეტად ბევრს საუბრობს“;

looksmaxxing – TikTok-ში პოპულარული ტერმინი, რომელსაც Collins-ი განმარტავს როგორც „საკუთარი გარეგნობის მიმზიდველობის მაქსიმიზაციის მცდელობას“;

delulu – ბოდვა, ჰალუცინაციებში ჩარჩენა;

rawdogging – თავდაპირველად ეს იყო სლენგი, რომელიც პრეზერვატივის გამოყენების გარეშე სექსს ნიშნავდა, თუმცა ახლა გამოიყენება სხვადასხვა მოქმედების აღსანიშნავად, რომლებსაც თან არ ახლავს გართობა ან სხვისი მხრიდან დახმარება, მაგალითად, ფრენა ან მატარებლით მგზავრობა;

brainrot – უხარისხო ონლაინ კონტენტის ჭარბი მოხმარებით გამოწვეული აზროვნების დაქვეითება.

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close