მსოფლიოსაზოგადოება

ესპანეთში წყალდიდობის მსხვერპლთა რიცხვი 158-მდე გაიზარდა, დაკარგულებს ისევ ეძებენ

ესპანეთში წყალდიდობის მსხვერპლთა რიცხვი 158-მდე გაიზარდა. ესპანური მედიის ინფორმაციით, სტიქიის შედეგად 155 ადამიანი დაიღუპა ვალენსიაში, ორი ადამიანი – კასტილია-ლა-მანჩაში და ერთი – ანდალუსიაში. ქვეყანაში სამდღიანი გლოვა გამოცხადდა.

სამაშველო ჯგუფები რამდენიმე ადგილას კვლავ აგრძელებენ სამძებრო სამუშაოებს. ესპანეთის თავდაცვის მინისტრის, მარგარიტა რობლესის განცხადებით, პრიორიტეტი უგზო-უკვლოდ დაკარგული პირების ძებნაა. ამ დრომდე 100-ზე მეტი ადამიანის გადარჩენა მოხერხდა. რობლესის თქმით, სერიოზულად დაზარალდნენ ვალენსიის ქალაქები – პაიპორტა და მასანასა.

ესპანეთის თავდაცვის დეპარტამენტმა სტიქიის ზონაში 1 205 სამხედრო მოსამსახურე, 300 მანქანა, 15 ვერტმფრენი და 18 უპილოტო აპარატი გაგზავნა. ხვალ სამძებრო-სამაშველო სამუშაოებს კიდევ 500 ჯარისკაცი შეუერთდება.

150-ზე მეტი გზა, რომელთა უმეტესობა მეორად ქსელშია, ისევ დაზიანებული რჩება. მათი უმეტესობა გაუვალი რჩება წვიმის, დამტვრეული მანქანებისა და წყლის მიერ მოტანილი ნალექის გამო. ტარაგონაში, კატალონიის ჯენერალიტატმა მობილური ტელეფონით აცნობა პროვინციის სამხრეთის სამი რეგიონის მაცხოვრებლებს, თავი შეიკავონ მოგზაურობისგან. კადისში, ანდალუსიის პროვინციაში, რომელიც ყველაზე მეტად დაზარალდა ბოლო 24 საათის განმავლობაში, ციკლონმა დანამ იძულებული გახადა ადგილობრივი მთავრობა, შეეჩერებინათ სწავლა 37 სკოლაში.

ნინო ხოშტარია

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close