საზოგადოებასაქართველო
ქუთაისში ემიგრაციიდან დაბრუნებულ საქართველოს მოქალაქეებს ხელის ტრაქტორები გადაეცათ
ემიგრაციიდან დაბრუნებულ საქართველოს მოქალაქეებს, სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, ქუთაისში ხელის ტრაქტორები გადაეცათ.
ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, პროექტის მთავარი მიზანი რეინტეგრაციის პროცესის მხარდაჭერაა.
უწყების ცნობით, სასოფლო-სამეურნეო სამუშაოების ხელშეწყობის მიზნით, ხელის ტრაქტორი ქუთაისში 30 დაბრუნებულ ემიგრანტს გადაეცა, მთელი ქვეყნის მასშტაბით კი ემიგრაციიდან დაბრუნებულმა 88-მა ჩვენმა მოქალაქემ მიიღო.
სახელმწიფო პროგრამას დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის მიზნით სხვადასხვა ტიპის ტექნიკა და ინვენტარი ყოველწლიურად 200-ზე მეტ დაბრუნებულ ემიგრანტს გადაეცემა.
კომენტარები