კინო/ფილმებისაქართველო

რატომ გადაადგილდება თბილისის აეროპორტში სამხედრო ტექნიკა

თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ამერიკული ფილმისთვის სამხედრო თემატიკის რამდენიმე სცენის გადაღება მიმდინარეობს. მხატვრული ფილმის ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური ეპიზოდის გადასაღებად დედაქალაქის აეროპორტის ძველი ტერმინალის ტერიტორია შეირჩა, სადაც ორი დღის განმავლობაში, 21-22 ოქტომბერს, სპეციალური სამხედრო ტექნიკა და სამხედრო ფორმებში ჩაცმული მსახიობები გადაადგილდებიან. 

ამერიკელი, გერმანელი და ბრიტანელი კინოპროფესიონალები ფილმის ეპიზოდებს სხვადასხვა ადგილას იღებენ, სადაც სამხედრო თემატიკის სცენებისთვის სამხედრო ტექნიკას იყენებენ.

„პროექტი სახელმწიფო პროგრამის „გადაიღე საქართველოში“ მხარდაჭერით ხორციელდება – ფილმის საქართველოში დასახარჯი ბიუჯეტი ჯამში 13 მლნ ლარს შეადგენს. ამ ეტაპისთვის პროექტში საქართველოს 200-ზე მეტი მოქალაქეა დასაქმებული.

სახელმწიფო პროგრამის „გადაიღე საქართველოში“ მხარდაჭერით დღემდე 48 პროექტი განხორციელდა, რომელთა ჯამური ინვესტიცია 200 მილიონ ლარს აღემატება“, – აღნიშნულია ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციაში.

საქართველოში დაგეგმილი გადაღებები სხვადასხვა ადგილას 36 დღის განმავლობაში გაგრძელდება.

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close