რჩევებიჰოროსკოპი

ჰოროსკოპი: კვირის ასტროლოგიური პროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთვის, 21 – 27 ოქტომბერი

ეს კვირა შესანიშნავ პერსპექტივებს გახსნის შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ნებისმიერი ქმედება, რომელსაც ირგვლივ მყოფების სასარგებლოდ ასრულებთ, უაღრესად დადებით შედეგებს მოიტანს და სამყაროც სასიამოვნო სიურპრიზებით დაგაჯილდოებთ, თუ ყველაფერს სუფთა გულით და თავდადებით აკეთებთ, მაგრამ თუ საქმეში ანგარება გაერია, დიდი ალბათობა არსებობს, რომ საკმაოდ დაძაბული ვითარება შეგექმნათ როგორც პროფესიულ, ისე პირად ასპარეზზე. თუ ამ რჩევას გაითვალისწინებთ, მოსალოდნელ კონფლიქტებსაც აიცილებთ თავიდან და საყვარელ ადამიანებთან სასურველ ურთიერთობებსაც შეინარჩუნებთ.

ვერძი

ამ კვირაში ვარსკვლავები წარმატებებს და მნიშვნელოვან მიღწევებს გპირდებიან როგორც პირად ცხოვრებაში, ისე პროფესიულ ასპარეზზე. თქვენი თავდაჯერებულობა და სიმშვიდე საშუალებას მოგცემთ გაუმკლავდეთ ნებისმიერ პრობლემას, რომელიც შეიძლება წარმოიშვას. ოთხშაბათს ფრთხილად უნდა იყოთ იმ ადამიანების კომპლიმენტების მიმართ, რომლებთანაც საქმიან ურთიერთობა გაქვთ. ნუ დაეყრდნობით კოლეგების მხარდაჭერას, საკუთარი თავის იმედი გქონდეთ და სიტუაციები რეალურად შეაფასეთ. შაბათ-კვირას თავს კარგად დასვენების უფლება მიეცით და ოჯახთან ერთად დრო მშვიდ გარემოში გაატარეთ.

სასიკეთო დღეები: 22, 27.

არასასიკეთო დღე: 24. 

კურო

ეს კვირა, ვარსკვლავების ხელსაყრელი გავლენის გამო, უმრავლესობისთვის ემოციურად კომფორტული იქნება. პრობლემები, რომლებსაც ადრე აწყდებოდით, აუცილებლად მოგვარდება, მაგრამ თუ გსურთ, ეს დღეები მართლაც დაუვიწყარი გახადოთ, მოგიწევთ ინიციატივის საკუთარ ხელში აღება. მთავარია, მხედველობიდან არ გამოგრჩეთ ნამდვილად პერსპექტიული საკითხები და ამოცანები. კვირის დასაწყისში არასასურველია სერიოზული გადაწყვეტილებების მიღება და ახალი საქმის დაწყება. ოთხშაბათს და შაბათს დიდი შანსია გააფართოოთ სასარგებლო ნაცნობების წრე. კარგი დასვენება და გონიერება ირგვლივ მყოფებთან ურთიერთობაში ძალიან სასარგებლო იქნება თქვენთვის.

სასიკეთო დღეები: 21, 23.

არასასიკეთო დღე: 26.

ტყუპი

შესაძლოა ამ კვირაში თქვენს ცხოვრებაში მნიშვნელოვანი ცვლილებები მოხდეს, რაც ვარსკვლავების პოზიციით განისაზღვრება. არ არის გამორიცხული, დაგჭირდეთ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების მიღება, რომელიც შესაძლოა დაკავშირებული იყოს სამსახურთან. გაქვთ სოლიდური მოგების მიღების პერსპექტივა, ასევე, დიდია დამატებითი ხარჯების შესაძლებლობა, დიდი ალბათობით სახლის რემონტისთვის ან ავეჯის შესაძენად. ზოგიერთ თქვენგანს შეიძლება ჰქონდეს პრობლემები საყვარელი ადამიანების ჯანმრთელობის გამო.

სასიკეთო დღეები: 24, 25.

არასასიკეთო დღე: 23.

კირჩხიბი

ამ კვირაში ვარსკვლავები გპირდებიან გარკვეულ ემოციურ არასტაბილურობას როგორც პირად, ისე პროფესიულ ცხოვრებაში. მოსალოდნელია, რომ ძალიან მაღალ შეფასებას მიიღებთ გაწეული სამუშაოსთვის. მეორე მხრივ, შეიძლება ინერვიულოთ იმ დავალებების სიმრავლის გამო, რომლებიც გარკვეულ ვადაში უნდა დასრულდეს. სამშაბათს მოგიწევთ, აქტიურად დაიცვათ თქვენი ინტერესები. პარასკევი შეიძლება საკმაოდ სტრესული, მაგრამ ძალიან ნაყოფიერი აღმოჩნდეს. მოერიდეთ ამბიციების გამოხატვას, რათა დაწყებული პერსპექტიული საქმეები არ გააფუჭოთ. სიბრძნე და მოთმინება თქვენი მთავარი მოკავშირეები იქნებიან.

სასიკეთო დღეები: 21, 25.

არასასიკეთო დღე: 24.

ლომი

ვარსკვლავების გავლენის წყალობით ეს პერიოდი ხელსაყრელი იქნება ოჯახთან დაკავშირებული საკითხების მოსაგვარებლად. ახლობელ ადამიანს შეიძლება თქვენი დახმარება დასჭირდეს და მზად უნდა იყოთ, რომ მას დიდი დრო და ყურადღება დაუთმოთ. პროფესიულ სფეროში ეს კვირა გპირდებათ ინტენსიურ, მაგრამ ნაყოფიერ და ეფექტიან მუშაობას. თქვენი წარმატებები შემდგომი კარიერული ზრდისა და ავტორიტეტის გაძლიერების საფუძველი გახდება. წარუმატებლობის დრო უკან დარჩა! გააფართოვეთ თქვენი ჰორიზონტი, ისწავლეთ რაიმე ახალი. შეგიძლიათ საკმაოდ ადვილად დაეუფლოთ უცხო ენას და უფრო პერსპექტიულ და მაღალანაზღაურებად სამუშაოს იპოვით. თუ მარტოხელა ხართ, შესაძლოა ამ კვირაში სიტუაცია შეიცვალოს და ურთიერთობებს ბედნიერი მომავალი ჰქონდეს.

სასიკეთო დღეები: 22, 26.

არასასიკეთო დღე: 27.

ქალწული

ეს კვირა თითქმის ყოველმხრივ ხელსაყრელია თქვენთვის. ბევრ რამეში მიაღწევთ წარმატებას, მით უმეტეს, თუ კოლეგებთან ერთად იმუშავებთ და არა – მარტო, ეს უფრო ადვილი და მომგებიანი იქნება. მართალია, ამისთვის დროდადრო მოგიწევთ თავის შეკავება საუბრისას, რათა პარტნიორები ზედმეტად კრიტიკული შენიშვნებით არ დააფრთხოთ, მაგრამ საბოლოო ჯამში წარმატება გარდაუვალია. ასევე, ეს ხელს შეუწყობს კარგი ურთიერთობების შენარჩუნებას ირგვლივ მყოფებთან და თქვენც სტრესს აგაცილებთ თავიდან. კვირის ბოლოს თქვენთან ახლოს მყოფ ადამიანს შესაძლოა თქვენი დახმარება დასჭირდეს რაიმე მნიშვნელოვან საქმეში და მისი წარმატებით თქვენც გაიხარებთ.

სასიკეთო დღეები: 23, 24.

არასასიკეთო დღე: 21.

სასწორი

უკვე კვირის დასაწყისში ელვის სისწრაფით ახერხებთ წამოჭრილი პრობლემების უმეტესი ნაწილის გადაჭრას. თუ ასე გააგრძელებთ, თქვენ წინაშე ბრწყინვალე პერსპექტივები გაიხსნება. მოუსმინეთ შინაგან ხმას, რომელიც დაგეხმარებათ ინტუიციურად აირჩიოთ სწორი გადაწყვეტილება. კვირის მეორე ნახევარში მნიშვნელოვანია სამსახურში და ოჯახში კონფლიქტების თავიდან აცილება. კარგად დაფიქრდით და შეეცადეთ, სწორი გამოსავალი იპოვოთ, აჩქარება, სიხისტე და მოუთმენლობა არაფერს გარგებთ. კვირის ბოლოს ზოგიერთმა თქვენგანმა შეიძლება შფოთვა დაეუფლოს ვარსკვლავების გავლენის გამო. ამის საუკეთესო საშუალება ჯანსაღი რუტინაა – თავის მოვლა, ვარჯიში და სწორი კვება.

სასიკეთო დღეები: 22, 7.

არასასიკეთო დღე: 25.

მორიელი

კარგი დროა საკუთარი ნიჭის გამოსავლენად და ძალიან მომგებიანი შეთავაზების მისაღებად. საქმიანი აქტივობა წარმატებას და კარიერულ ზრდას მოგიტანთ. მნიშვნელოვანი საკითხის გადაწყვეტისას შეგიძლიათ მარტივად დაარწმუნოთ პარტნიორები, რომ მართალი ხართ. ისინი მზად არიან, მოგისმინონ და თქვენი აზრი გაითვალისწინონ. ოჯახის წევრები თქვენს ძალისხმევას დააფასებენ. სახლში არსებული მშვიდი და ხალისიანი ატმოსფერო თქვენი ცხოვრების სხვადასხვა სფეროს გაუმჯობესების წინაპირობაა, მათ შორის ფინანსური მდგომარეობისაც, რაც დაკავშირებულია ვარსკვლავების გავლენასთან.

სასიკეთო დღეები: 23, 25.

არასასიკეთო დღე: 26.

მშვილდოსანი

თუ სამსახურის შეცვლაზე ფიქრობთ, ახლა კარგი დროა, რომ იმოქმედოთ. შეეცადეთ, დაასრულოთ დაწყებული საქმეები, ამით გაუგებრობას და უსიამოვნებებს აიცილებთ თავიდან. შეგიძლიათ მეგობრების დახმარების იმედი გქონდეთ. ოთხშაბათს დიდი ხნის ნანატრ ინფორმაციას მიიღებთ, რომელიც ახალ შესაძლებლობებს გაგიხსნით. ხუთშაბათს წარმატებული იქნება მოგზაურობა და მივლინება. შაბათ-კვირას მეტი ყურადღება მიაქციეთ დასვენებას, ეცადეთ, ქალაქგარეთ გახვიდეთ. ბუნება დადებითად იმოქმედებს თქვენს განწყობასა და კეთილდღეობაზე. ყურადღება მიაქციეთ ახლობელი ადამიანის ჯანმრთელობას, შეეცადეთ, მეტი დრო დაუთმოთ მას.

სასიკეთო დღეები: 21, 26.

არასასიკეთო დღე: 23.

თხის რქა

ამ კვირაში ძალა უნდა მოიკრიბოთ და არ მისცეთ თავს მოდუნებისა და იმედგაცრუების უფლება. იფიქრეთ თქვენი წარუმატებლობის მიზეზებზე, საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე მხედველობიდან არ გამოგრჩეთ წვრილმანები და მაშინ აუცილებლად მიაღწევთ წარმატებას. მოსალოდნელია, რომ ამ ნიშნის ყველაზე აქტიურ და მტკიცე წარმომადგენლებს საკუთარი ბიზნესის დაწყების შესაძლებლობა მიეცეთ. ოთხშაბათს უმჯობესია არ შეხვდეთ ხელმძღვანელებს და არ შეეცადოთ, მათ რაიმე დაუმტკიცოთ. პარასკევს პირად ცხოვრებაში კარგი ამბები გელოდებათ. მოკლე, მაგრამ ტკბილი ოჯახური მოგზაურობები საშუალებას მოგცემთ, საყვარელ ადამიანებთან გაატაროთ დრო და პოზიტიური ენერგიით დაიმუხტოთ.

სასიკეთო დღეები: 24, 27.

არასასიკეთო დღე: 22. 

მერწყული

ამ კვირაში, ვარსკვლავების გავლენის წყალობით, დაცული იქნებით ყოველგვარი უსიამოვნებისგან, მათ შორის, მოწინააღმდეგეების მაქინაციებისგან, რომლებსაც სურთ, რომ ზიანი მოგაყენონ. და ეს არც კი მოითხოვს რაიმე ძალისხმევას თქვენი მხრიდან. კვირის დასაწყისში შეიძლება გარკვეული დაძაბულობა და შფოთვა იგრძნოთ, მაგრამ ეს მალე გაივლის. მთავარია, პროვოკაციებს არ აჰყვეთ, შეინარჩუნოთ სიმშვიდე, დაეყრდნოთ თქვენს გამოცდილებას და ისე იმოქმედოთ. პარასკევს უმჯობესია წვრილმან საქმეებს მიხედოთ, რომელთა მოგვარებაც ნერვულ დაძაბულობას არ მოითხოვს. შაბათი სიხარულს მოგიტანთ, მეგობრებს და თანამოაზრეებს შეხვდებით.

სასიკეთო დღეები: 23, 25.

არასასიკეთო დღე: 21.

თევზები

ეს კვირა კარგი პერიოდია თქვენთვის ნებისმიერი წამოწყების კუთხით, განსაკუთრებით პროფესიულ და კომერციულ სფეროში. შესაძლებლობა გექნებათ, შეიძინოთ რეალური თანამოაზრეები პარტნიორების სახით. შუა კვირაში შესაძლოა არჩევანის გაკეთების აუცილებლობის წინაშე აღმოჩნდეთ – მშვიდად, გააზრებულად და აუჩქარებლად იმოქმედეთ. ვარსკვლავები პირად ცხოვრებაში უთანხმოების მოგვარებაში დაგეხმარებიან, რაც სიხარულსა და შვებას მოგიტანთ და საშუალებას მოგცემთ, ნებისმიერ შესაძლო პრობლემას გაუმკლავდეთ. კვირის ბოლოს ძალიან სასიამოვნო სიურპრიზები გელოდებათ.

სასიკეთო დღეები: 21, 23.

არასასიკეთო დღე: 25.

თამთა გურული

ასევე, დაგაინტერესებთ: ზოდიაქოს ნიშნების წარმომადგენლები, რომლებიც საკუთარი სიკეთის მსხვერპლი ხდებიან

ზოდიაქოს ოთხი ნიშანი, რომლებიც აშშ-ში ცხოვრებას იდეალურად ერგებიან

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close