ისტორიაკულტურასაქართველო

ქართველების შუმერული მემკვიდრეობა

ისტორია საუკუნეების მანძილზე დუმდა შუმერების შესახებ. მხოლოდ მე-19 საუკუნის შუა ხანებში დაამტკიცეს მეცნიერებმა, რომ შუამდინარეთში არსებობდა სახელმწიფო, რომლის ასაკი 8000 წელს ითვლის, ანუ ძვ. წ. მე-60 საუკუნეში ჩამოყალიბდა.

შუმერები ბევრ საქმეში გახდნენ პიონერები, მათ ასწავლეს კაცობრიობას:

წერა-კითხვა, ჯერ ლურსმული  და შემდეგ ანბანური.
ხაზი და ხაზობრივი ცივილიზაცია (გეომეტრია)
რიცხვები – მათი აზრი და შინაარსი (მათემატიკა)
ასტრონომია – შუმერთა მზის სისტემის რუკის სიზუსტე მხოლოდ მე-20 საუკუნეში დადასტურდა. რუკის ასაკი 5-6 ათასი წელია. მასზე ასახულია მზის სისტემის ყველა პლანეტა, მათ შორის, პლუტონი, რომელიც 1930 წელს აღმოაჩინეს.

შუმერებმა მოიშინაურეს ხარი, გამოიგონეს ბორბალი, გუთანი, აგური, გემის აფრა და სამდინარო ტრანსპორტი; გამოიგონეს ჭაობების ამოსაშრობი მოწყობილობები, მათვე შემოიღეს პირველი კანცელარია, გაიყვანეს პირველი სარწყავი არხები და ირიგაციის სისტემა დედამიწაზე; შემოიღეს საგადასახადო სისტემა სახელმწიფოს ბიუჯეტის შევსებისთვის, ააშენეს პირველი მგზავრთა სადგურები, ანუ ფუნდუკები და ეს ჩამონათვალი შუმერების გამოგონებების და ინოვაციების არასრული სიაა.

ენათმეცნიერები წლების განმავლობაში სემიტურ, ინდოევროპულ, ჩინურ, თურქულ-მონღოლურ, ფინიკიურ ენებს შუმერულს ადარებდნენ, მაგრამ მათ შორის გენეტიკური მსგავსება არ დასტურდებოდა, ნათესაური კავშირი მხოლოდ ქართულ ენასთან გამოვლინდა.

აღმოჩნდა, რომ შუმერული ენა მორფოლოგიურ და სინტაქსურ მსგავსებას ქართულ, სვანურ-მეგრულ-ლაზურ-ჭანურ და კავკასიურ ენებთან იჩენს. ეს გენეტიკური კავშირი მიხეილ წერეთლის, ნიკო მარის, კრამარჟის, სეისის, კარსტის, ჰომელის, ბორკისა და სხვათა ხანგრძლივი კვლევების შედეგად დადგინდა. ანალოგიურ მოსაზრებას ივანე ჯავახიშვილი კიდევ უფრო განავრცობს და მრავალმხრივი ფაქტობრივი მასალების მოშველიებით ასაბუთებს.

ამიერკავკასიის მკვიდრ მოსახლეობას, უპირველესად, ქართველებს, შუმერების შთამომავლებად მიიჩნევს, აგრეთვე, აკადემიკოსი სიმონ ჯანაშია. ჯანაშია ადასტურებს, რომ ცნობილ მეცნიერებს: ფრ. ჰომელს, ედ. მაიერს, კიპერტს, ლემან-ჰაუპტს, ლენორმანს, აკად. ნ. მარს, აკად. ტურაევს და სხვებს – არაერთხელ აღუნიშნავთ ქართველების შუმერული მემკვიდრეობა.

„მაშინ, როდესაც ენა ძალიან ცვალებადია, თანხვედრის ამგვარი უამრავი მაგალითი მოწმობს იმას, რომ ქართველები უძველესი, კაცობრიობის აკვნად წოდებული შუმერული ცივილიზაციის ნარჩენი ერი ვართ, სხვადასხვა ისტორიული კატაკლიზმების გამო ნელ-ნელა ჩრდილოეთისკენ გადმოხვეწილები. ჩვენ შუმერები ვიყავით და ამის დამადასტურებელი ნიშნები სვანურ და სხვა ქართველურ ენებში მრავლად არის შემორჩენილი“, – წერს ერთ-ერთ სტატიაში მთარგმნელი გულიკო პირველი.

„დალი“ – შუმერში ავდრისა და ჭექა-ქუხილის ღმერთი, სვანურში კი — ნადირობის ქალღმერთი.
„დი“ – შუმერულშიც და სვანურშიც ნიშნავს დედას.
„ენგურ“ – შუმერულში მტკნარი წყალი ან ოკეანისა და სიბრძნის ღვთაება ენქის მდინარე. განმარტება არ სჭირდება იმას, რომ ენგური მდინარეა და სათავეს იღებს სვანეთში.
„აბზუ“ – მტკნარი წყლების ოკეანე შუმერულად.
„ებზუ“ – იალბუზი სვანურად, საიდანაც არაერთი მდინარე იღებს სათავეს.
„ენლილე“ – შუმერთა ღმერთი, სვანური სიმღერა „ლილე“ – მზის სადიდებელი
„უთანაფიშთი“ – შუმერული ეპოსის გმირი, რომელსაც ღმერთმა უკვდავება მიანიჭა. „თანაფ“ – აღდგომა სვანურად.
გილგამეში“ – შუმერული ეპოსის გმირი მებრძოლი. გილგა – სვანური სახელი. მეშიალ – მებრძოლი სვანურად.
„ეზიგ გა“ – შუმერულად „აგურის სახლი“, სვანურში „მეზიგა“ ნიშნავს მოსახლეს.
„ზაგარ“ – შუმერულში ადგილის სახელწოდება, სვანურში – ზეგანი ადგილი.
„ზუ-ლუმარე“ – შუმერული ღმერთი, სვანურში „ლუმარე” ნიშნავს მზად მყოფს.
„ირჰინი“ – ქალღმერთი შუმერში, სვანურად „ირჰინი“  – „ნათდება“.
„ლუგალ“ – მმართველი, მეფე შუმერში, სვანურად „ლუგავ“ ნიშნავს ღონიერს, ხოლო „ლუქალ“ — ქებულს, დიდებულს.
„ლამარი“ – ქალი ღვთაება შუმერში, „ლამარია“ სვანურად – ღვთისმშობელი.
„ლარიგ“ – შუმერული ქალაქი, „ლარაგ“ დასაყოვნებელი ადგილია სვანურში.                          „ლაგაშ“ – შუმერში ადგილის სახელწოდება, სვანურად „ლაგაშ“ – ფეხის დასადგამი ადგილი.
„ლახამუ“ და „ლახმუ“ – შუმერებში პირველქმნილი წყვილი, როგორც ადამი და ევა, სვანეთში კი ამ დასახელების სოფლები არსებობს.

„მელამ“ – შუმერულად მომაკვდინებელი გაელვება, სვანურში „მელამ“ – ალი.
„მაგვენა” – ტაძარი შუმერში, „მაღვენა“ სვანურად არის ქონება.
„მარ“ – შუმერულად ნიშნავს ვაჟიშვილს, „მარე“ სვანურად ნიშნავს კაცს.
„მამი“ – ქალღმერთი შუმერში, სვანეთში კი ამ დასახელების სოფელი არსებობს.
„ნანარი“ – შუმერების ქალღმერთი და სოფელი ქვემო სვანეთში.

„ნიდაბ“ – ყანების ქალღმერთი შუმერულად. სვანურად „დაბ“ – ყანა.
„ნამთარი“ – შუმერულში ბედისწერის მაუწყებელი, სვანურად კი იგივეა, რაც წინასწარმეტყველი.
„სუბართუ“ – შუმერულად ხურიტების ქვეყანა, „სუბარ“ – უძველესი სვანური ტომი.
„ქალ“ ან „ქალ-ლა“ – შუმერულად ნიშნავს ფასდაუდებელს, „ლ-ქალ“ სვანურადაც ფასდაუდებელია.
„უთუ“ – შუმერთა მზის ღმერთი, სვანურად „ათუ“ – ცხელი.
„ცერ“ – ადგილის სახელწოდება შუმერში, „ეცერ“ – სოფელი სვანეთში.
„ხუმბაბა“ – ტყის მცველი შუმერულში, „თხუმ ბაბა“ – თავკაცი სვანურში.

სამყაროს შექმნის მითი შუმერული კოსმოგონიით – თავდაპირველად იყო ოკეანე და სხვა არაფერი (შესაძლოა იგულისხმებოდეს გამყინვარება).
მის წიაღში მობინადრე დედამ მრავალი ათასწლეულის შემდეგ შვა უზარმაზარი მთა, რომლის წვერზეც ბინადრობდა ღმერთთა შორის უძველესი „ანი“, ქვემოთ კი იწვა დედამიწის ღმერთი „ქი“. განუყოფელი „ანი“ და „ქი“ (ცა და მიწა) მახვილით გაყო მათმა შვილმა, დიდმა და ნათელმა ღმერთმა „ენლილმა“, რომლის ყველა კიდური სინათლეს და სითბოს ასხივებდა!

„ანი“ – ყველა უძველესი სვანური გვარების ბოლოსართია, რომელიც წარმომავლობაზე მიუთითებს. „ქი“ – დედამიწა, „გი – გიმ“ – მიწა სვანურად.
„ენლილე“ – ლილე – მზე სვანურად.

ცნობისათვის: შუმერების არსებობა XIX საუკუნის შუა წლებში აქადური (ბაბილონურ-ასურული) ლურსმული დამწერლობის შესწავლისას აღმოაჩინეს. ამ ტექსტებში მეცნიერებმა შენიშნეს  პასაჟები, რომლებიც არ იკითხებოდა. თავდაპირველად ისინი ქურუმთა საიდუმლო დამწერლობად ჩათვალეს, მაგრამ საბოლოოდ გაარკვიეს, რომ ეს ჩანაწერები ძველ არასემიტურ ენაზე იყო შესრულებული (სწორედ აქადური ენის მეშვეობით გაშიფრეს მკვლევრებმა ეს წარწერები). 1869 წელს მკვლევარმა იულიუს ოპერტმა წამოაყენა წინადადება, მესოპოტამიის უძველესი არასემიტური ხალხისთვის შუმერები ეწოდებინათ, გამომდინარე ბაბილონის უძველესი მეფეების ტიტულიდან: „შუმერის და აქადის მეფე“.

შუმერები კაცობრიობის ერთ-ერთ უძველეს ცივილიზაციად ითვლება. თანამედროვე მკვლევრები ვარაუდობენ, რომ მათი წინაპრები შესაძლოა სამხრეთ მესოპოტამიის ტერიტორიაზე (თანამედროვე ერაყის სამხრეთ ნაწილში, მდინარეებს – ტიგროსსა და ევფრატს შორის) ჯერ კიდევ ძველი წელთაღრიცხვის  VI-V ათასწლეულში ცხოვრობდნენ. თავისი კულტურის აღმავლობის პიკს კი ამ ხალხმა ძველი წელთაღრიცხვის IV-III ათასწლეულებში მიაღწია. ერთ-ერთი წამყვანი შუმეროლოგი, ამერიკელი მეცნიერი სამუელ ნოა კრამერი (Samuel Noah Kramer) შუმერებს უწოდებდა „პირველ ცივილიზაციას დედამიწაზე“ და მიიჩნევდა, რომ „ისტორია იწყება შუმერში“ (ასეც ჰქვია მის წიგნს – „History Begins at Sumer“).

მოამზადა ნანა ძნელაძემ

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close