მარინელა სცენაზე წაიქცა კონცერტის დროს – მომღერალს ინსულტი დაემართა (ვიდეო)
ბერძენი მომღერალი მარინელა (კირიაკი პაპადოპულუ) ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში მოათავსეს მძიმე ინსულტის გამო.
86 წლის შემსრულებელმა იროდიოს სცენაზე გამოსვლისას გონება დაკარგა და დაეცა. protothema.gr-ის ინფორმაციით, მარინელა გონს მხოლოდ დარბაზის გასახდელში მოვიდა, სადაც მას პირველი დახმარება პირადმა ექიმმა აღმოუჩინა.
საღამოს 11-ის ნახევარზე იგი სასწრაფო დახმარების მანქანით საავადმყოფოში გადაიყვანეს, სადაც მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფია ჩაუტარდა. გამოკვლევის შედეგად ექიმებმა ტვინში სისხლის ჩაქცევის დიაგნოზი დასვეს.
მომღერალი ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში რჩება.
Μακάρι όλα μα είναι καλά #Μαρινέλλα pic.twitter.com/2wAlrlNRfc
— cookies (@koukli12) September 25, 2024
EINAП-ის (ათენისა და პირეოსის საავადმყოფოების ექიმების ასოციაცია) პრეზიდენტმა მატინა პაგონიმ თქვა, რომ სცენაზე გასვლის წინ მარინელას ჰემორაგიული ინსულტის სიმპტომები გაუჩნდა – ძლიერი თავის ტკივილი დაეწყო. ამის მიუხედავად დივამ მაინც გადაწყვიტა ემღერა პუბლიკის წინაშე. „მარინელა ძლიერი ადამიანია პასუხისმგებლობის გრძნობით და სურდა თავისი აუდიტორიისთვის სიამოვნება მიენიჭებინა“, – აღნიშნა მან.
„ის ძლიერი ხასიათის ქალია, ამიტომ მჯერა და ვიმედოვნებ, რომ ყველაფერი კარგად იქნება. არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ გემორაგიული ინსულტები – სერიოზული მდგომარეობაა, რომლებიც სწრაფად ვითარდება, აღდგენა კი ნელა მიმდინარეობს. დაველოდებით და იმედს ვიქონიებთ, რომ ყველაფერი კარგად იქნება“, – განაცხადა ქალბატონმა პაგონიმ.
კომენტარები