მიგრაციასაიმიგრაციო კანონმდებლობის სიახლეები

კანადაში სავიზო რეჟიმი გამკაცრდა – უარყოფილი სავიზო განაცხადების რაოდენობამ გაცემული ვიზების რაოდენობას გადააჭარბა

კანადა უცხოელი ვიზიტორებისთვის და დროებითი მობინადრეებისთვის სულ უფრო ნაკლებ ვიზას გასცემს და ოფიციალური დოკუმენტების მქონე სულ უფრო მეტ ადამიანს აბრუნებს საზღვრიდან. ამის შესახებ სააგენტო „როიტერი“ მთავრობის მონაცემებზე დაყრდნობით წერს.

სასაზღვრო სააგენტოს მონაცემებით, ივლისში კანადამ ქვეყანაში შესვლაზე უარი უთხრა 5 843 უცხოელ მოგზაურს, რომელთა შორის იყვნენ სტუდენტები, დასაქმებულები და ტურისტები. ეს არის ყველაზე მაღალი მაჩვენებელი 2019 წლის იანვრის შემდეგ. მესაზღვრეებმა 2024 წლის პირველი შვიდი თვის განმავლობაში ყოველთვიურად საშუალოდ 3 727 უცხოელი მოგზაური გააბრუნეს უკან, რაც წინა წლის ამავე პერიოდის მაჩვენებელზე 20%-ით მეტია.

ამას გარდა, სასაზღვროს ოფიცრებმა ივლისში ქვეყანაში არ შეუშვეს 285 უცხოელი, რომლებსაც კანადის ვიზა ჰქონდათ, რაც ყველაზე მაღალი თვიური მაჩვენებელია, სულ მცირე, 2019 წლის იანვრიდან.

ამასთან, კანადის საიმიგრაციო დეპარტამენტი ნაკლებ ვიზას გასცემს. უარყოფილი სავიზო განაცხადების თანაფარდობა გაცემულ ვიზებთან მიმართებით ივნისში ყველაზე მაღალი იყო პანდემიის პიკის შემდეგ. მიმდინარე წლის იანვარში, თებერვალში, მაისსა და ივნისში უარყოფილი სავიზო განაცხადების რაოდენობა გაცემული ვიზების რაოდენობას აღემატებოდა.

ბრიტანული გამოცემა წერს, რომ უცხოელი მოგზაურები ქვეყანაში შეშვებაზე სულ უფრო მეტ უარს იღებენ იმ მიზეზით, რომ პრემიერ-მინისტრ ჯასტინ ტრიუდოს ლიბერალური მთავრობა მომავალ წელს დაგეგმილი არჩევნების წინ ცდილობს, დროებითი მობინადრეებისა და სავარაუდო მუდმივი იმიგრანტების რაოდენობა შეამციროს. იმიგრაცია კანადაში საცხოვრებლის ნაკლებობასა და მაღალ ფასებს განაპირობებს. „როიტერის“ ცნობით, სოციოლოგიური გამოკითხვების თანახმად, სულ უფრო მეტი კანადელი ამბობს, რომ კანადა მეტისმეტად ბევრ იმიგრანტს იღებს.

მანანა ბანძელაძე

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close