სპორტი
მეხუთე მედალი! – პარიზის პარალიმპიურ თამაშებზე ძიუდოისტი ზურაბ ზურაბიანი ვიცე-ჩემპიონი გახდა
პარიზის ზაფხულის პარალიმპიური თამაშების პარაძიუდოს ტურნირზე ზურაბ ზურაბიანმა (60 კგ, კატეგორია J2) ნახევარფინალში ალჟირელ იშაკ ოლდკუიდერს სძლია, ფინალში კი უზბეკ შერზოდ მანოზოვს შეხვდა და ვაზარით .დამარცხდა, შესაბამისად, ვერცხლის მედლის მფლობელი და ტურნირის ვიცე-ჩემპიონი გახდა.
ზურაბიანის მედალი საქართველოს ნაკრებისთვის მეხუთეა.
ტურნირის ჩემპიონი და ოქროს მედლის მფლობელი პარამძლეოსნობაში (ბირთვის კვრა) გიგა ოჩხიკიძე გახდა, ვერცხლის მედალი ზურაბიანის გარდა პარამსროლელმა ვლადიმერ ჭინჭარაულმაც მოიპოვა, ბრინჯაოს მედლებს კი პარატაეკვონდოისტი ანა ჯაფარიძე და ეტლით მოფარიკავე ნინო თიბილაშვილი დაეუფლნენ.
კომენტარები