13 რამ, რასაც ძლიერი ადამიანები არ აკეთებენ – გაეცანით და გაითვალისწინეთ!
ძლიერი ადამიანები სხვებისგან გამოირჩევიან სულის სიმტკიცით, მოთმინებით, მიზანსწრაფულობით, შრომისმოყვარეობით, საკუთარი თავის რწმენით, ამიტომ ცხოვრებაში თითქმის ყველაფერს აღწევენ. აი, ის 13 რამ, რასაც ისინი არასდროს აკეთებენ – გაეცანით და გაითვალისწინეთ.
1. უაზრო წუწუნში დროს არ კარგავენ
ძლიერი ადამიანები უსაქმოდ არასოდეს სხედან, თავს არ იდანაშაულებენ და ფრჩხილებს არ იკვნეტენ იმაზე დარდით, სხვები მასზე რას იტყვიან. ამის ნაცვლად ისინი მომავალზე პასუხისმგებლობას საკუთარ თავზე იღებენ და აღიარებენ, რომ ცხოვრება ყოველთვის სამართლიანი და მარტივი არაა.
2. საკუთარ თავს აკონტროლებენ
ისინი სხვებს არ აძლევენ მათზე მანიპულირების საშუალებას და არასდროს ექცევიან სხვისი გავლენის ქვეშ. არ ამბობენ ისეთ ფრაზებს, როგორიცაა: „ჩემი უფროსი იძულებულს მხდის, ცუდად ვიგრძნო თავი“, რადგან შეუძლიათ სიტუაციის რეგულირება და გადაწყვეტილებას თავად იღებენ.
3. ცვლილებებს არასოდეს გაურბიან
ძლიერი ადამიანები არასოდეს ცდილობენ გაექცნენ ცვლილებებს. ნაცვლად ამისა, მიესალმებიან პოზიტიურ ცვლილებებს და მზად არიან იყვნენ მოქნილები. ისინი ხვდებიან, რომ ცვლილება გარდაუვალია და საკუთარი თავის იმედი აქვთ.
4. დროს არ კარგავენ იმაზე, რის გაკეთებაც არ შეუძლიათ
ძლიერი ადამიანისგან (მით უმეტეს, სულიერად ძლიერისგან) ვერასოდეს გაიგებთ წუწუნს ან პრეტენზიას ბარგის დაკარგვისას ან საცობში მოხვედრის დროს. ნაცვლად ამისა, ისინი კონცენტრაციას ახდენენ ისეთ საგნებზე ან მოვლენებზე, რომელთა მართვაც შეუძლიათ.
5. ყველასთვის თავის მოწონებას არ ცდილობენ
ძლიერი ადამიანები აღიარებენ, რომ შეუძლებელია ყველას და ყოველთვის მოსწონდე. აუცილებლობის შემთხვევაში მათ არ ეშინიათ „არას“ თქმა, წინააღმდეგობის გაწევა… ცდილობენ, იყვნენ კეთილები და სამართლიანები, მაგრამ შეუძლიათ იყვნენ შეუბრალებლებიც ისეთი ადამიანების მიმართ, რომლებსაც მათ უბედურებაში ხელი ურევიათ.
6. გაცნობიერებულ რისკზე წასვლა არ ეშინიათ
არასოდეს მიდიან გაუაზრებელ ან სულელურ რისკზე, მაგრამ არ ეშინიათ კარგად გააზრებულ რისკზე წასვლა. მორალურად ძლიერი ადამიანები მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღებამდე, წინასწარ ფიქრობენ შესაძლო შედეგებზე და იქიდან სარგებლის მიღებაზე. ისინი მოქმედების დაწყებამდე ყურადღებით აგროვებენ ინფორმაციას შესაძლო დანაკარგზე.
7. წარსულს არასოდეს მისტირიან
ძლიერი ადამიანები დროს ტყუილად არ კარგავენ წარსულზე ფიქრით და იმაზე დარდით, რომ ყველაფერი შეიძლებოდა სხვაგვარად მომხდარიყო. ისინი არ გაურბიან წარსულს, პირიქით, წარსულში დაშვებულ შეცდომებზე სწავლობენ. არ განიცდიან, არ ნერვიულობენ წარსულში მომხდარ წარუმატებელ შემთხვევებზე. ისინი დღევანდელი დღით ცხოვრობენ და მომავლისთვის აწყობენ გეგმებს.
8. ერთი და იმავე შეცდომას რამდენჯერმე არ უშვებენ
ძლიერი ადამიანები პასუხისმგებელნი არიან თავიანთ ქცევებზე და წარსულში დაშვებულ შეცდომებზე. საბოლოო ჯამში ისინი არ იმეორებენ თავიანთ შეცდომებს. ნაცვლად ამისა, აგრძელებენ გზას და მომავალში უკეთეს გადაწყვეტილებებს იღებენ.
9. არ შურთ სხვა ადამიანების წარმატებებისა
მორალურად ძლიერ ადამიანებს შეუძლიათ სხვა ადამიანების წარმატების ობიექტურად შეფასება და მათი სიხარულის გაზიარება. მათ არ შურთ და არ თვლიან თავიანთ თავს მოტყუებულად, ნაცვლად ამისა, აღიარებენ, რომ წარმატების მიღწევა ძალიან რთულია და მზად არიან, ამისათვის თავდაუზოგავად იშრომონ.
10. პირველივე მარცხის შემდეგ არ ნებდებიან
ძლიერი ადამიანებისთვის მარცხი არ არის დანებების მიზეზი. ნაცვლად ამისა, მარცხს აღიქვამენ ზრდისა და გაუმჯობესების შესაძლებლობად. მზად არიან გააგრძელონ მცდელობა მანამ, სანამ სასურველ შედეგს არ მიაღწევენ.
11. მარტოობის არ ეშინიათ
მორალურად ძლიერი ადამიანები შეიძლება იყვნენ მარტოობაში, მათ არ ეშინიათ სიჩუმისა და საკუთარ ფიქრებთან მარტო დარჩენისა. სიამოვნებას იღებენ საკუთარი კომპანიით და არ არიან დამოკიდებულნი სხვა ადამიანებზე.
12. არ მიაჩნიათ, რომ მთელი მსოფლიო მათთან ვალშია
ძლიერი ადამიანები არ იბადებიან იმის ცოდნით ან იმედით, რომ სხვები იზრუნებენ მათზე და რომ მსოფლიოს ვალია მათი დახმარება.
13. არ ელიან მყისიერ შედეგებს
როდესაც საკუთარი ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუმჯობესებაზე ან ახალი წარმატებული ბიზნესის წამოწყებაზე მუშაობენ, ისინი არ ელიან მყისიერ შედეგებს. ამის ნაცვლად, საკუთარ ცოდნას იყენებენ, საკუთარი შესაძლებლობების გამოვლენისთვის საუკეთესო დროს არჩევენ და კარგად ესმით, რომ რეალური ცვლილებები დიდ დროს მოითხოვს.
თამთა გურული
კომენტარები