ვიდეოკრიმინალისაზოგადოება

ტე­ლე­წამ­ყვან­მა თამუნა მუსერიძემ 8-წლიანი ძებნის შემდეგ ბი­ო­ლო­გი­უ­რი მშობ­ლე­ბი იპო­ვა, თუმცა მათ ჯერ არაფერი იციან (ვიდეო)

ტელეწამყვანმა და FB ჯგუფის „ვეძებ“დამფუძნებელმა, თამუნა მუსერიძემ სოციალურ ქსელში ვიდეო  გაავრცელა, რომელშიც ამბობს, რომ მან 8-წლიანი ძებნის შემდეგ ბიოლოგიური მშობელი იპოვა.

ვიდეოში თამუნა მადლობას უხდის საზოგადოებას გულშემატკივრობისთვის და ბოდიშს იხდის, რომ დეტალებს ვერ ჰყვება. ირკვევა, რომ ჯერ მისმა ბიოლოგიურმა მშობლებმაც არ იციან, რომ თამუნას მშობლები არიან.

„მესმის და ვითვალისწინებ ყველა იმ ადამიანის მიმართ პასუხისმგებლობას, რო­მე­ლიც მთე­ლი ამ დრო­ის გან­მავ­ლო­ბა­ში იყო ჩარ­თუ­ლი ჩემი მშობ­ლე­ბის მო­ძი­ე­ბა­ში და მეხ­მა­რე­ბო­და ყვე­ლა­ნა­ი­რად. მაგ­რამ, გა­მომ­დი­ნა­რე იქი­დან, რომ თა­ვად ჩემ­მა მშობ­ლებ­მაც არ იცი­ან, რომ ჩემი მშობ­ლე­ბი არი­ან, ყვე­ლა დე­ტალს ვერ დავწერ, სა­ნამ მათ პი­რა­დად არ ვნა­ხავ. რამ­დე­ნი­მე დღე­ში ვნა­ხავ მათ პი­რა­დად და დე­ტა­ლებს მო­გაწ­ვდით.

სა­ი­დან ვიცი, რომ ჩემი მშობ­ლე­ბი – ჩემი მშობ­ლე­ბი არი­ან, თუ მათ არ იცი­ან? – სა­ი­დან და გე­ნე­ტი­კუ­რი ტეს­ტის წყა­ლო­ბით და­დას­ტურ­და, რომ ისი­ნი ნამ­დვი­ლად ჩემი მშობ­ლე­ბი არი­ან. ეს ტეს­ტი გა­ი­კე­თა ჩემ­მა ნა­თე­სავ­მა და შემ­დგომ ყვე­ლა­ფე­რი გა­ირ­კვა. ასე რომ, ცო­ტაც დარ­ჩა. ვნა­ხავ და შემ­დეგ და­ნარ­ჩენ ინ­ფორ­მა­ცი­ა­საც მო­გაწ­ვდით“, – ამბობს ჟურნალისტი ახალ მიმართვაში.

თამარ მუსერიძე საქართველოს სხვადასხვა სატელევიზიო არხზე 18 წლის ასაკიდან მუშაობს. მისი ცხოვრება რადიკალურად შეიცვალა 31 წლის ასაკში, როცა აღმოაჩინა, რომ ნაშვილებია.

მან ყველაფერი გააკეთა ბიოლოგიური მშობლების მოსაძებნად, ძიების პროცესში კი აღმოაჩინა არაერთი მტკიცებულება, რომ საქართველოში 1950-იანი წლებიდან ბავშვების გაყიდვის „შავი ბაზარი“ არსებობდა.

თამუნა მუსერიძემ რამდენიმე წლის წინ შექმნა ფეისბუქჯგუფი „ვეძებ“, სადაც სისტემატურად ვრცელდება ინფორმაცია საქართველოში არსებული სხვადასხვა სამშობიაროდან წლების განმავლობაში ჩვილების სავარაუდო უკანონო გაშვილებისა და გაყიდვის შემთხვევების შესახებ.

2021 წლიდან, ანუ მას შემდეგ, რაც სოციალურ ქსელში ჯგუფი „ვეძებ“ შეიქმნა, თამუნა მუსერიძის თქმით, მოხერხდა 700-ზე მეტი ბიოლოგიური ოჯახის დაკავშირება, რომელთა შორისაც არიან უკანონოდ გაშვილებული/გაყიდული ბავშვებიც.

თამუნა მუსერიძე 2023 წელს ბრიტანული საზოგადოებრივი მაუწყებლის, „ბიბისის“ „100 ყველაზე გავლენიანი ქალის“ სიაში მოხვდა.

გადაცემა ჩაწერილია 2021 წელს.

ამავე თემაზე: ბრიტანული THE TELEGRAPH-ი საქართველოდან მოპარული ჩვილების შესახებ წერს

და-ძმამ ერთმანეთი იპოვა, კარგი ამბავი იტალიიდან მოვიდა – ნახეთ ემოციური ვიდეო

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close