ქართველები უცხოეთშისაქართველო

რომი-ქუთაისის რეისზე ემიგრანტი ქალი გარდაიცვალა

კომპანია Wizz Air-ის რომი-ქუთაისის რეისზე მგზავრი გარდაიცვალა.  

გავრცელებული ინ­ფორ­მა­ცი­ით, 75 წლამდე ქალი ფრენის დროს შეუძლოდ გახდა, მას ბორტზე­ვე ჩა­უ­ტარ­და პირ­ვე­ლა­დი სა­მე­დი­ცი­ნო დახ­მა­რე­ბა. მომხდარის გამო თვითმფრინავი პირ­ვე­ლი­ვე შე­საძ­ლო მიმ­ღებ აეროპორტში – ბულგარეთის ქალაქ ვარნაში დაეშვა, თუმ­ცა მგზავ­რის გა­დარ­ჩე­ნა ვერ მო­ხერ­ხდა. გავრცელებული ინფორმაციით, ემიგრანტი ქალბატონი იტალიიდან საქართველოში ბრუნდებოდა ჯანმრთელობის პრობლემების გამო.

ამის შესახებ ინფორმაცია თავად ბორტზე მყოფმა  მგზავრებმა სოციალურ ქსელში გაავრცელეს.

„Wizz Air თქვენზე უნამუსო კომპანია თუ არსებობს საერთოდ?

რომიდან ქუთაისისკენ მომავალი თვითმფრინავი ავარიულად დაეშვა ბულგარეთში,ვარნაში, სამწუხაროდ, ბორტზე მგზავრი, რომელიც ცუდად იყო, გარდაიცვალა, უბედური შემთხვევაა, მესმის, მაგრამ 5 საათია სადღაც შემოგვყარეს, სკამებიც არაა საკმარისი, ბავშვები იატაკზე წვანან, ზოგი სიცხიანია, ვერც გაფრენის დროს გვეუბნებიან, არც ჩვენ გვიშვებენ სადმე, ასე როდემდე ვიქნებით, კაციშვილმა არ იცის. მანამდე რომში ჩამოფრენა 3 საათით დააგვიანა, მერე ბორტზე გამოგვიცხადეს, ტექნიკური პრობლემა ჰქონდა ამ თვითმფრინავს და შევაკეთეთო, ფრენის დროს ჰაერში ეს როგორ უნდა გამოუცხადო მგზავრებს?! მოკლედ 12 საათია გზაში ვართ და კიდევ ვინ იცის, რამდენ ხანს ვიქნებით. დახურეთ ეგ კომპანია რა საერთოდ (ფოტოებს შეგნებულად არ ვდებ)“, – წერს ბორტზე მყოფი ერთ-ერთი მგზავრი ბაჩო გურაბანიძე ფეისბუქში.

Wizz Air-ის თვითმფრინავი ქუთაისის აეროპორტში რამდენიმე საათის დაგვიანებით ჩამოფრინდა.

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close