შეუცნობელიჰოროსკოპი

ემოციურად გათავისუფლების და ამოსუნთქვის დროა – 3 სექტემბერს ქალწულის ნიშანში კარმული ახალმთვარეობა დგება

28 აგვისტოს დასრულდა ერთ-ერთი ყველაზე დაძაბული პერიოდი ასტროლოგიაში, რომელიც 5 აგვისტოს დაიწყო რეტროგრადული მერკურით. 3 სექტემბერს კი ძალზე ძლიერი კარმული ახალმთვარეობა დადგება ქალწულის ნიშანში – სურვილების ასრულების დრო!

კარმული ახალმთვარეობა, რომელიც 3 სექტემბერს, თბილისის დროით 05:56 სთ-ზე დადგება, საკვანძო მომენტი გახდება გეგმების რეალიზაციისთვის, ახალი პროექტების დასაწყებად და მავნე ჩვევებისგან გასათავისუფლებლად. იმისათვის, რომ წინ იაროთ, ახალი მთვარის ენერგია მაქსიმალურად ეფექტიანად უნდა გამოიყენოთ. რაც შეეხება სურვილებს, მკაფიოდ უნდა განსაზღვროთ და ჩამოაყალიბოთ.

როგორც ცნობილია, მთვარე ადამიანზე განსაკუთრებულ გავლენას ახდენს, განსაზღვრავს მის ემოციებს, ენერგიას, შრომისუნარიანობასა და თავდაჯერებულობას. ყველაზე მნიშვნელოვანი პერიოდი კი, როცა განახლების, ტრანსფორმაციისა და გაუმჯობესების ეტაპი დგება, სწორედ ახალ მთვარეს ემთხვევა. როგორც ასტროლოგები ამბობენ, ახლა ემოციურად გათავისუფლებისა და ამოსუნთქვის დროა.

ქალწული, რომელსაც მერკური მართავს, ზოდიაქოს ერთ-ერთი ყველაზე მოწესრიგებული, პრაქტიკული და საღად მოაზროვნე ნიშანია, მაგრამ, ამავე დროს, ცვალებადიცაა, ამიტომ ეს დღე ადამიანებს არაერთ რადიკალურ ცვლილებას ჰპირდება – ნუ გაგიკვირდებათ, თუ უამრავი იდეა მოგივათ თავში.

ქალწულის ენერგია დაგეხმარებათ, შფოთვას, ემოციურ ფონს გაუმკლავდეთ, იპოვოთ თქვენთვის მნიშვნელოვანი მიმართულება, ამიტომაც დროა იმოქმედოთ და მიზნისკენ მიმავალ გზაზე პირველი ნაბიჯები გადადგათ!

რა უნდა გააკეთოთ ახალი მთვარის დღეს?

ამ დღეს საყვარელ ადამიანებთან ურთიერთობა, მეგობრებთან, ახლობლებთან კომუნიკაცია განსაკუთრებით დაგეხმარებათ, რომ განიტვირთოთ და სირთულეების დაძლევის ახალ გზებს მიაგნოთ. დროა, მოინახულოთ ის ადამიანები, რომელთა ნახვაც დიდი ხანია გინდათ, მაგრამ მოუცლელობისა თუ სხვა საკითხების გამო ვერ ახერხებდით. მისწერეთ, დაურეკეთ ახლობლებს. მათთან შეხვედრით მიღებული თბილი და დადებითი ემოციები დიდ მოტივაციას მოგცემთ.

ამავე დროს, ბოლოს და ბოლოს მიიღეთ გადაწყვეტილება და გათავისუფლდით ტოქსიკური ადამიანებისგან.

პროფესიული უნარების განვითარებაზე ზრუნვა, კრეატიულობის გამოვლენა, შემოქმედებითი საქმიანობა განსაკუთრებით გამოგადგებათ.

დაეხმარეთ გაჭირვებულებს, თუნდაც მცირედით.

აირჩიეთ ახალი სპორტული ჰობი, რომელიც ჯანმრთელობის, მათ შორის, ფსიქიკურის, განმტკიცებაში დაგეხმარებათ.

რა არ უნდა გააკეთოთ ახალი მთვარის დღეს?

ამ დღეს სპონტანური და გაუაზრებელი გადაწყვეტილებების მიღება შესაძლოა, იმაზე საზიანო აღმოჩნდეს, ვიდრე სხვა პერიოდში, ამიტომაც თუკი სამსახურის დატოვებას, საყვარელ ადამიანთან დაშორებას, ან პირიქით, ამ მიმართულებით მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების მიღებას გადაწყვეტთ, კარგად დაფიქრდით. მომატებული ემოციური ფონის გამო შესაძლოა, მომდევნო დღეებში შედეგით ძალიან უკმაყოფილო დარჩეთ.

ამ დღეს ჯობს, დრო მშვიდად გაატაროთ და კონფლიქტში არ ჩაერთოთ. ნაკლები შანსია, რომ კომპრომისულ გადაწყვეტილებამდე მიხვიდეთ. მცირე კამათიც კი შესაძლოა დიდ დაპირისპირებაში გადაიზარდოს.

ასევე, განსაკუთრებული ყურადღება მიაქციეთ ფინანსებს – ეს დღე სპონტანური შესყიდვებისთვის არახელსაყრელია. ამიტომაც, ვიდრე რაიმეს შეიძენთ, კარგად დაფიქრდით, ეს ნივთი რეალურად გჭირდებათ, თუ ემოციებს აჰყევით.

არ გირჩევენ თანხის სესხებას თვით ყველაზე ახლობელი ადამიანებისგანაც კი, აგრეთვე, დესტრუქციულ თვითკრიტიკას, ოჯახის წევრებზე და მეგობრებზე გაბრაზებას, ქედმაღლობის გამოვლენას, ფიზიკური აქტივობებით მეტისმეტად დატვირთვას.

თამთა გურული

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close