ლიტერატურა/წიგნებირას არ გაიგებ/ფაქტებიიტალია

რომში დააკავეს მძარცველი, რომელიც დანაშაულის ადგილზე წიგნის კითხვამ გაიტაცა

წიგნის ავტორს სურს, შეხვდეს „ინტელექტუალ მძარცველს“ და თავისი წიგნი აჩუქოს

რომში დააკავეს მძარცველი, რომელმაც ბინაში შეღწევისას წიგნი დაინახა და კითხვამ გაიტაცა. ამასობაში პოლიციაც მივიდა დანაშაულის ადგილზე და იგი დააკავა.

38 წლის მძარცველმა პრატის რაიონში, ვიტორიას ქუჩაზე მდებარე სახლში აივნიდან შეაღწია, საძინებლის ტუმბოზე წიგნი დაინახა და კითხვამ გაიტაცა.

სახლის მეპატრონემ, 71 წლის კაცმა გაიღვიძა და დაინახა მძარცველი, რომელიც აივანზე იჯდა და მთლიანად იყო კითხვაში ჩაფლული. მან მეზობლებს უხმო საშველად და პოლიციაც გამოიძახა

როდესაც პოლიცია მოვიდა, ხელმოცარულმა მძარცველმა ისევ აივნიდან სცადა გაქცევა, მაგრამ სამართალდამცველებმა იგი დააკავეს.

ჩხრეკისას მის ზურგჩანთაში დიზაინერული ნივთები აღმოაჩინეს, რომელიც, სავარაუდოდ, იმავე ღამით სხვა ბინიდან მოიპარა.

ადგილობრივი მედიის ცნობით, წიგნი, რომელმაც მძარცველი ასე გაიტაცა, იყო ჯოვანი ნუჩის „Gli dèi alle sei: L’Iliade all’ora dell’aperitivo“ („ღმერთები 6-ზე: ილიადა აპერიტივის საათზე“). ნუჩი „ილიადას“ იკვლევს ღმერთების თვალსაზრისით და, ამასთან, ხაზს უსვამს ეპიკური ნაწარმოების ინტერპრეტაციის ძალას მიმდინარე მოვლენების გასაგებად.

იტალიურმა მედიამ ქურდს „ინტელექტუალი-მძარცველი“ შეარქვა. ჯოვანი ნუჩიმ კი მასთან შეხვედრისა და წიგნის ჩუქების სურვილი გამოთქვა.

„ეს სიურრეალისტური ისტორიაა, მაგრამ მასში ბევრია ადამიანობაც“, – ამბობს მწერალი.

ნინო ხოშტარია

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close