ვიდეოტექნოლოგიები

ჰუმანოიდი რობოტები სულ უფრო მეტად გვემსგავსებიან – „რობოტექნიკა-2024“ (ვიდეო)

პეკინში მიმდინარეობს კონფერენცია „რობოტექნიკა-2024“, რომელზეც ჩინურმა ტექნოლოგიურმა კომპანიებმა თავიანთი ახლად შემუშავებული ჰუმანოიდი რობოტები წარმოადგინეს.

კონფერენციის ფარგლებში ჩატარდება ფორუმები, გამოფენები და რობოტების კონკურსები.

ღონისძიებაში მონაწილეობს 169 კომპანია 600-ზე მეტი ინოვაციური პროდუქტით, მათ შორის 60-ზე მეტი ახალი რობოტია. გამოფენაზე ოცდაშვიდი ჰუმანოიდი რობოტია წარმოდგენილი, რაც რეკორდული რაოდენობაა.

ჰუმანოიდ რობოტებს ბუნებრივი მიმიკური მოძრაობები და დახვეწილი გარეგნობა აქვთ. ისინი მაქსიმალურად მიმსგავსებულები არიან ადამიანებს.

შარშანდელი გამოფენიდან განსხვავებით ისინი უფრო „ადამიანურები“ არიან – თვალსაც ჩაგიკრავენ, გიცეკვებენ, გაგიღიმებენ, გაგეპრამჭებიან კიდეც…

მანანა ბანძელაძე

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close