საზოგადოებასაქართველო

უმძიმესი ტრაგედია ზუგდიდში – ხანძარს 6 წლის ტყუპი ძმა შეეწირა

წუხელ ზუგ­დიდ­ში უმძიმესი ტრაგედია მოხდა – ბუკიას ქუჩაზე მდებარე სა­ერ­თო სა­ცხოვ­რებ­ლის ერთ-ერთ ბი­ნა­ში გა­ჩე­ნი­ლმა ხან­ძარმა 6 წლის ტყუ­პი ძმა შეიწირა.

არსებული ინფორმაციით, ხან­ძრის დროს ბი­ნა­ში ოთხი მცი­რე­წლო­ვა­ნი იმყოფებოდა. 2-მა შედარებით უფროსმა ბავშვმა ცეცხლმოკიდებული ბი­ნი­დან გა­მოს­ვლა მო­ას­წრო, 6 წლის ტყუპი ძმა კი ძლი­ე­რი დაკ­ვამ­ლი­ა­ნე­ბი­სა და ცე­ცხლის გამო ად­გილ­ზე და­ი­ღუპ­ა.

მე­ზობ­ლე­ბის ინ­ფორ­მა­ცი­ით, როდესაც ხანძარი გაჩნდა, ბავ­შვე­ბი ბი­ნა­ში მარ­ტო იყ­ვნენ და ეძი­ნათ. მათივე თქმით, ოჯა­ხი სო­ცი­ა­ლუ­რად და­უც­ვე­ლია და მცი­რე­წლოვ­ნე­ბი მინ­დო­ბით აღ­ზრდა­ში იმ­ყო­ფე­ბოდ­ნენ, თუმ­ცა სო­ცი­ა­ლურ­მა სა­ა­გენ­ტომ ისი­ნი დე­დას და­უბ­რუ­ნა.

ად­გილ­ზე რამ­დე­ნი­მე სა­ხან­ძრო-სა­მაშ­ვე­ლო ჯგუფ­ი მუშაობდა, მო­ბი­ლი­ზე­ბუ­ლი იყო პო­ლი­ციაც.  რამ­დე­ნი­მე­სა­ა­თი­ა­ნი მუ­შა­ო­ბის შე­დე­გად მაშ­ვე­ლებ­მა ხან­ძრის ლიკ­ვი­დი­რე­ბა შეძ­ლეს და, საბედნიეროდ, ხანძარი სხვა სართულებზე არ გავრცელებულა.

ტრაგედიის გა­მომ­წვე­ვი მი­ზე­ზი ჯერ­ჯე­რო­ბით უც­ნო­ბია. ერთ-ერთი ვერ­სი­ით, ბი­ნაში დენი გათიშული იყო გა­და­უხ­დე­ლო­ბის გამო, ამი­ტომ სან­თე­ლი ჰქონ­დათ ან­თე­ბუ­ლი და ხანძარიც სანთლის გამო გაჩნდა.

მეზობლების თქმით, ქალი 4 ბავშვთან ერთად ბუკიას ქუჩაზე არსებული კორპუსის მეექვსე სართულზე ქირით ცხოვრობდა.

ბავშვების დედა ამბობს, რომ „თხილზე იყო სამუშაოდ წასული…“

სახლის მეპატრონის თქმით კი, დედა 4 შვილთან ერთად ერთ წელზე მეტია შესახლებული იყო ბინაში: „ ბოლო 3-4 თვეა არ გადაუხდიათ ქირა. მე არაფერი ვიცი მეტი. აქ არ ვცხოვრობ“.

ambebi.ge-ს ინფორმაციით, მეზობლები ამბობენ, რომ უფროსმა ბავშვებმა ხანძარს სასწაულით დააღწიეს თავი:

„ჩემ­თან შე­მო­ვარ­დნენ, კარი რომ გა­ვა­ღე, ბავ­შვე­ბი კი­ოდ­ნენ. ცე­ცხლი ლა­მის სახ­ლში შე­მო­მი­ვარ­და, ორი­ვე ბავ­შვი შიგ­ნით შე­მო­ვაგ­დე და კარი მივ­ხუ­რე, ვუ­თხა­რი, ვერ­სად გა­გიშ­ვებთ, შენც და­იწ­ვე­ბით-მეთ­ქი. უფ­რო­სი ბავ­შვე­ბი შე­მო­ვარ­დნენ ჩემ­თან, ყვი­როდ­ნენ, პა­ტა­რე­ბი არი­ან შიგ­ნით, უნდა გა­მო­ვიყ­ვა­ნო­თო. ჩემ­თან კარ­ზე მო­ა­კა­კუ­ნეს, გვერ­დი­თი მე­ზო­ბე­ლი ვარ. იმ ბავ­შვებს, რომ­ლე­ბიც ჩემ­თან შე­მო­ვაგ­დე, არა­ნა­ი­რი დამ­წვრო­ბა არ აქვთ. რომ ნა­ხოთ, სას­წა­უ­ლი ამ­ბა­ვია. მე ვკი­თხე, – რა ქე­ნით, გოგო, რას მო­უ­კი­დეთ ცე­ცხლი-მეთ­ქი. ჩვენ არა­ფე­რი გვიქ­ნია, ოთახ­ში რომ ვი­ყა­ვით, ცე­ცხლი შე­მოგ­ვი­ვარ­დაო. სა­ი­დან გაჩ­ნდა, აზ­რზე არ ვარ. შუქი არ არის, გაზი არ არის. გა­მორ­თუ­ლი ჰქონ­დათ სი­ნათ­ლე გა­და­უხ­დე­ლო­ბის გამო“, – იხსენებს ერთ-ერთი მე­ზო­ბე­ლი.

კი­დევ ერთი მე­ზობ­ლის თქმით, დედა ბავ­შვებს ხში­რად ტო­ვებ­და შინ მარ­ტო:

„ცე­ცხლი ორის ნა­ხე­ვარ­ზე გაჩ­ნდა, და­რე­კეს, მაგ­რამ არა­ფერ­მა უშ­ვე­ლა. ბავ­შვე­ბის დედა მუ­შა­ობ­და, თხილ­ზე და­დი­ო­და. სო­ცი­ა­ლურ სამ­სა­ხურს ჰყავ­და წაყ­ვა­ნი­ლი ბავ­შვე­ბი და მერე და­უბ­რუ­ნეს. დედა ბავ­შვებს ხში­რად ტო­ვებ­და შინ მარ­ტო, უფ­რო­სი გოგო მე-6 კლა­სე­ლია, ძა­ლი­ან ჭკვი­ა­ნი ბავ­შვია, ყუ­რა­დღე­ბას აქ­ცევ­და და-ძმებს“:

„ღრმა ძილ­ში იყო ხალ­ხი, ხან­დაზ­მუ­ლი ბებო მე­ძახ­და, ხან­ძა­რი­აო. რომ გა­მო­ვე­დი, ყვე­ლა­ფე­რი კვამლში იყო. არ ვიც­ნობ, ვის სახ­ლშიც გაჩ­ნდა ხან­ძა­რი. ოთხი შვი­ლი ჰყავ­დათ და ქი­რით ცხოვ­რობ­დნენ. მათ­თან არა­ნა­ი­რი კონ­ტაქ­ტი არ მქო­ნია. უფ­რო­სი ბავ­შვე­ბი ჩემი თვა­ლით და­ვი­ნა­ხე, რომ უვ­ნებ­ლად გა­მო­ვიდ­ნენ“, – აცხა­დებს სა­ერ­თო სა­ცხოვ­რებ­ლის კი­დევ ერთი მო­ბი­ნად­რე.

შსს-მ გა­მო­ძი­ე­ბა სსს კო­დექ­სის 188-ე მუხ­ლის მე­სა­მე ნა­წი­ლით და­ი­წყო.

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close