მსოფლიოიტალია

იტალიასა და ესპანეთში ძლიერი სიცხეა

მომავალ უქმეებზე იტალიაში ძლიერი სიცხეა მოსალოდნელი.

მომავალ უქმეებზე იტალიის სამხრეთ ნაწილში ტემპერატურა, სავარაუდოდ,  40 გრადუსს გადასცდება და მიმდინარე წელს ყველაზე ცხელი შაბათ-კვირა იქნება.

ქვეყნის სამხრეთ ნაწილში 43 გრადუს სიცხეს ელიან. მაღალი ტემპერატურა იქნება ასევე ორ მთავარ კუნძულზე, სიცილიასა და სარდინიაზე.

10-იდან 11 აგვისტომდე  39-40 გრადუსამდე მოიმატებს ტემპერატურა ცენტრალურ და ჩრდილოეთ იტალიაში. ჩრდილოეთის ქალაქებში, მათ შორის, ბოლცანოშიფერარასა და ბოლონიაშიც ძლიერი სიცხეა მოსალოდნელი.

სინოპტიკოსები ამბობენ, რომ სიცხეს თან ახლავს მაღალი ტენიანობა, რომელიც ფიზიკურ დისკომფორტს გამოიწვევს. ყველაზე მეტად რისკის ქვეშ  მოხუცები და ბავშვები არიან. ჯანდაცვის სამინისტრომ 7 აგვისტოს გამოსცა გაფრთხილების ნარინჯისფერი დონე კამპობასოშiფროზინონეშილატინაში, პერუჯასა და რომში.

მეტეოროლოგები მოსახლეობას შესაძლო ძლიერი ჭექა-ქუხილის შესახებაც აფრთხილებენ, განსაკუთრებით იტალიის ჩრდილოეთით. ალპურ და აპენინის რეგიონებში, სავარაუდოდ, ავდარი იქნება.

რატომ ცხელა ასე იტალიაში

15 ივლისიდან იტალიაში ანტიციკლონია, ე.წ. სიცხის გუმბათი, რომელიც აფრიკის საჰარის უდაბნოდან ხმელთაშუა ზღვის გავლით ჩრდილოეთით დაიძრა.

მსოფლიო მეტეოროლოგიური ორგანიზაციისა და ევროკავშირის კლიმატის მონიტორინგის „კოპერნიკუსის“ ბოლო ანგარიშის თანახმად, ევროპის კონტინენტი მსოფლიოში ყველაზე სწრაფად თბება. ტემპერატურა გლობალურ საშუალო მაჩვენებელზე დაახლოებით ორჯერ უფრო სწრაფად იზრდება.

იტალიის თავზე გავრცელებული ანტიციკლონი ნელ-ნელა უფრო ძლიერდება, რაც ტემპერატურის მატებას იწვევს. მიმდინარე კვირას ქვეყნის ცენტრალურ და სამხრეთ ნაწილებში უკვე 38 – 39 გრადუსი იყო. ძლიერი სიცხე პიკს მომავალ უქმეებზე მიაღწევს და თერმომეტრებმა შესაძლოა 43 გრადუსიც კი აჩვენოს.

მეტეოროლოგების თქმით,  ეს იქნება ახალი სითბური ტალღის დასაწყისი, რომელიც მინიმუმ მომავალ კვირამდე გაგრძელდება. ექსპერტების პროგნოზით, სიცხისგან შვებას მოსახლეობა აგვისტოს შუამდე ვერ იგრძნობს. გახანგრძლივებული ძლიერი სიცხე კი გავლენას იქონიებს მაღალმთიან რეგიონებში მყინვარების დნობის პროცესზე.

ესპანეთში მთელი კვირაა ძლიერი სიცხეა და ქვეყნის გარკვეულ ნაწილებში 40 გრადუსსაც კი აჭარბებს.

ესპანეთის უმეტეს ნაწილში მომდევნო რამდენიმე დღის განმავლობაში ძალიან მაღალი ტემპერატურა იქნება. თუ შევადარებთ ქვეყანაში გავრცელებული ჰაერის მასების მაჩვენებლებს 1991 წლიდან 2020 წლამდე პერიოდში, ეს ერთ-ერთი ყველაზე ცხელი ზაფხული იქნება, თუნდაც რეკორდულ მაჩვენებლებთან შედარებით, – წერს ესპანეთის მეტეოროლოგიური სააგენტო Aemet პლატფორმა X-ზე.

ყველაზე მაღალ ტემპერატურას ელიან ქვეყნის სამხრეთსა და ცენტრალურ რეგიონებში და ასევე კასტილია-ლა-მანჩის ნაწილებში.

სამშაბათს ესპანურმა მეტეოროლოგიურმა სააგენტომ Aemet-მა ქალაქებში – ტოლედოსა და კორდობაში ძლიერი სიცხის გამო განგაშის ნარინჯისფერ დონე გამოაცხადა. ანდალუსიისა და კასტილია-ლა-მანჩის სხვა ნაწილებშიც, ისევე როგორც არაგონის, ბალეარის კუნძულების, კასტილია და ლეონის, კატალონიის, ესტრემადურის, მადრიდის, მურსიისა და ვალენსიის რაიონებში კლიმატთან დაკავშირებული განგაშის ყვითელი დონეა გამოცხადებული.

ამ კვირაში მაღალი ტემპერატურა ექსტრემალური ამინდის მხოლოდ ერთ-ერთ გამოვლინებაა ესპანეთში. ექსპერტები ამბობენ, რომ ჩრდილო-აღმოსავლეთ და მთიან რაიონებში მოსალოდნელია ჭექა-ქუხილი, სეტყვა და ქარი, რომლის სიჩქარე იქნება  90 კმ/სთ-ამდე.

Aemet-ის მიხედვით, ძლიერი შტორმი იქნება პირენეებსა და აღმოსავლეთ იბერიის მთებში. მათი ვარაუდით,  ძლიერი ქარი დაუბერავს გალისიის ატლანტის ოკეანის სანაპიროებზეც.

euronewsgeorgia.com

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close