ვიდეომოგზაურობამსოფლიო

ავიაკატასტროფა ბრაზილიაში – სოციალურ ქსელში ATR-72-ის ჩამოვარდნის კადრები ვრცელდება

ბრაზილიაში თვითმფრინავმა კატასტროფა განიცადა. ATR-72-ს ბორტზე  61 ადამიანი – 57 მგზავრი და ეკიპაჟის 4 წევრი იმყოფებოდა. ინფორმაციას ამის შესახებ საერთაშორისო მედია ავრცელებს. ყველა მათგანი დაიღუპა.

ავიაკომპანია Voepass-ს თვითმფრინავი კასკაველიდან სან-პაულუში მიფრინავდა, თუმცა ქალაქ ვინედოს საცხოვრებელ უბანში ჩავარდა. სოციალურ ქსელში ვრცელდება ავიაკატასტროფის ამსახველი ვიდეოები.

თვითმხილველთა განცხადებით, თვითმფრინავი ვარდნისას სპირალისებურად ეშვებოდა.

ბრაზილიის პრეზიდენტმა ლულა და სილვამ განაცხადა, რომ სან-პაულუს შტატში სამგზავრო თვითმფრინავის ჩამოვარდნის შედეგად ბორტზე მყოფი 61-ვე ადამიანი დაიღუპა.

რაც შეეხება საცხოვრებელ უბანს, სადაც თვითმფრინავი ჩამოვარდა, არსებული ინფორმაციით, იქ არავინ დაშავებულა.

შემთხვევის ადგილზე პოლიცია და მაშველები არიან მობილიზებულნი.

Flightradar24-ის ინფორმაციით, თვითმფრინავი 2010 წელს იყო აგებული.

ავიაკატასტროფის სხვა დეტალები, რა მოხდა და რატომ განიცადა ვარდნა თვითმფრინავმა, ამ ეტაპზე უცნობია.

ნანა ძნელაძე

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close