ტექნოლოგიები

WhatsApp-ი მალე სხვადასხვა ბრენდის 35-ზე მეტი მოდელის მობილურებში გაითიშება

WhatsApp-ი მალე შეწყვეტს Android-სა და iOS-ზე დაფუძნებული ძველი გაჯეტების მხარდაჭერას. გავრცელებული ინფორმაციით, სიაში სხვადასხვა ბრენდის 35-ზე მეტი მოდელი შედის. მათ შორის არის: Samsung, Apple, Motorola, Sony, LG და Huawei.

შემდეგი მოწყობილობების მფლობელებს ურჩევენ, რაც შეიძლება მალე შექმნან ჩათის ისტორიის სარეზერვო ასლი, რათა თავიდან აიცილონ მონაცემების შესაძლო დაკარგვა.

ასეთი მოდელებია:

„სამსუნგი“ – Samsung Galaxy Ace Plus, Galaxy Core, Galaxy Express 2, Galaxy Grand, Galaxy Note 3, Galaxy S3 Mini, Galaxy S4 და სხვა;

„ეფლი“ – Apple iPhone 5, iPhone 6, iPhone 6S და iPhone SE პირველი თაობა;

„ჰუავეი“ – Huawei Ascend P6 S, Ascend G525, Huawei C199, Huawei GX1s, Huawei Y625;

„მოტოროლა“ – Moto G (პირველი თაობა), Moto X (პირველი თაობა);

„სონი“- Xperia Z1, Xperia E3; LGOptimus 4X HD P880, Optimus G, Optimus G Pro, Optimus L7;

„ლენოვო“ – Lenovo 46600, Lenovo A858T, Lenovo P70, Lenovo S890.

ზუსტი თარიღი, თუ როდის შეწყვეტს მესენჯერი ამ მოწყობილობებზე მუშაობას, (WhatsApp-ი ამბობს, მხოლოდ „2024 წლამდე“) და ასევე უცნობია, წინასწარ შეატყობინებს თუ არა WhatsApp-ი ძველი მოწყობილობების მომხმარებლებს მომავალი გამორთვის შესახებ. რეკომენდებულია თქვენი სმარტფონების შეცვლა ახალი მოდელებით, რომლებიც მხარს უჭერენ iOS (12.0)-ის და Android (5.0)-ის უახლეს ვერსიებს.

ექსპერტები აღნიშნავენ, რომ ძველი მოწყობილობების მხარდაჭერის შეწყვეტა ჩვეულებრივი პრაქტიკაა დეველოპერებისთვის. WhatsApp-ი მუდმივად იღებს ახალ განახლებებს და ფუნქციებს, რის გამოც ძველი მოწყობილობები ვერ ახერხებენ მათ დამატებას.

bpn.ge

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close