მოგზაურობაnewsსაქართველო

გავლენიანმა ჟურნალმა TIME-მა ქუთაისი მსოფლიოს 100 საუკეთესო ტურისტულ მიმართულებას შორის დაასახელა

ჟურნალი TIME-ი 2024 წლის 100 ექსტრაორდინარულ მიმართულებას ასახელებს, რომელთაც უნდა ეწვიო. ინფორმაციას ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ავრცელებს.

გამოცემის სიაში საქართველო და ქუთაისი მოხვდა. სტატიაში აშშ-ის, მექსიკის, საფრანგეთის, ესპანეთის, იტალიისა და მსოფლიოში პოპულარული ტურისტული ქვეყნების ქალაქები, კურორტები, ეროვნული პარკები და დაცული ტერიტორიებია აღწერილი.

„თბილისისა და კახეთის ღვინის რეგიონის გარდა საქართველოში შეგიძლიათ მოინახულოთ ქუთაისი. აქ აღმოაჩენთ ბუტიკურ სასტუმროებს. ქუთაისი არაოფიციალურად საქართველოს კულტურული დედაქალაქია. ქუთაისი თანდათან კრეატიულობისა და გემოვნების ცენტრის სტატუსს იბრუნებს. ინტერიერის დიზაინერი კატია სამსონაძე ქუთაისის მხატვრულ ისტორიას თანამედროვე ნოსტალგიით ასახავს თავის შემოქმედებაში. მეოცე საუკუნეში ქუთაისი ნოველისტებითა და სიმბოლისტი პოეტებით იყო ცნობილი“, – წერს TIME-ის ჟურნალისტი.

სტატიაში აღწერილი ქუთაისის ქუჩები, სასტუმროს რესტორანი Doli, ნომრები, იასონისა და მედეას ქანდაკებები.

„გალაკტიონ ტაბიძის ქუჩაზე მდებარე ისტორიული რეზიდენციის პატივისცემის ნიშნად [სასტუმროს] ათი ნომრიდან თითოეულს არატრადიციული დაგეგმარება აქვს, რომელიც პირვანდელი საცხოვრებელი სახლის კონტურებს მოიცავს. მაგალითად, Signature Suite-ში სტუმრები შედიან ღია დაგეგმარების მქონე სააბაზანოდან, სადაც იასონის და მედეას ფრიზის ქვეშ ფეხებზე მდგარი აბაზანაა განთავსებული.

TIME-ი მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი ჟურნალია: მის ყოველკვირეულ ბეჭდურ გამოცემას – 26 მილიონი, ხოლო ონლაინ გამოცემას 20 მილიონზე მეტი მკითხველი ჰყავს.

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close