დღეს, 26 ივლისს ყველაზე მნიშვნელოვანი სპორტული ღონისძიება – პარიზის ოლიმპიადა იხსნება. საზეიმო ცერემონია თბილისის დროით 21:30 სთ-ზე დაიწყება (პარიზის დროით – 19:30 სთ). შეჯიბრებაში 28 ქართველი სპორტსმენი მონაწილეობს. საქართველოს დელეგაციის მედროშეები 10-გზის ოლიმპიელი ნინო სალუქვაძე და ორგზის ოლიმპიური ჩემპიონი ლაშა ტალახაძე იქნებიან.
ქართველი სპორტსმენების გამოსვლის განრიგი:
27 ივლისი
ძიუდო. გიორგი სარდალაშვილი
12:00-დან – 60 კგ
ცურვა. ანა ნიჟარაძე
13:00 – ბატერფლაი, 100 მ – კვალიფიკაცია, 22:30 – ნახევარფინალი
ტყვიის სროლა. ნინო სალუქვაძე
14:30 – პნევმატური პისტოლეტი, 10 მეტრი, კვალიფიკაცია
ფარიკაობა. სანდრო ბაზაძე
15:45 – 1/32-ფინალი
28 ივლისი
ცურვა. ნოე ფანცხავა
13:00 – გულაღმა ცურვა 100 მ – კვალიფიკაცია, 23:37 – ნახევარფინალი
ძიუდო. ვაჟა მარგველაშვილი
12:00-დან – 66 კგ
ტყვიის სროლა. ნინო სალუქვაძე
14:00 – პნევმატური პისტოლეტი, 10 მეტრი, ფინალი
კრივი. გიორგი ყუშიტაშვილი VS დავლატ ბოლტაევი (ტაჯიკეთი)
22:48 – 92 კგ, 1/8-ფინალი
29 ივლისი
ძიუდო. ლაშა შავდათუაშვილი VS ჟოან ბენჟამინ გაბა (საფრანგეთი)
12:00-დან – 73 კგ
ძიუდო. ეთერ ლიპარტელიანი VS ლელ ნეირნი (დიდი ბრიტანეთი)
12:00-დან – 57 კგ
კრივი. ლაშა გურული VS მალიკ ჰასანოვი (აზერბაიჯანი)
22:48 – 63.5 კგ, 1/8-ფინალი
30 ივლისი
ძიუდო. ტატო გრიგალაშვილი
12:00-დან – 81 კგ
ძიუდო. ეთერ ასკილაშვილი
12:00-დან – 63 კგ
31 ივლისი
ძიუდო. ლაშა ბექაური
12:00-დან – 90 კგ
1-ლი აგვისტო
ძიუდო. ილია სულამანიძე
12:00-დან – 100 კგ
2 აგვისტო
ტყვიის სროლა. ნინო სალუქვაძე
11:00 – პისტოლეტი, 25 მეტრი – კვალიფიკაცია
ბატუტი. ლუბა გოლოვინა
14:00 – კვალიფიკაცია , 15:50 – ფინალი
ძიუდო. გურამ თუშიშვილი
12:00-დან – + 100 კგ
ძიუდო. სოფიო სომხიშვილი
12:00 – + 78 კგ
მძლეოსნობა. ლიკა ხარჩილავა
13:30 – 100 მეტრზე რბენა – კვალიფიკაცია, 21:50 – ნახევარფინალი
3 აგვისტო
ტყვიის სროლა. ნინო სალუქვაძე
11:30 – პისტოლეტი, ფინალი
10:00 – საქართველოს ძიუდოს ნაკრები – შერეული გუნდური
6 აგვისტო
ბერძნულ-რომაული ჭიდაობა. რობერტ კობლიაშვილი
13:30 – 97 კგ, იწყება მერვედფინალური შეხვედრებით, ფინალური ბლოკი მეორე დღეს, 7 აგვისტოს გაიმართება.
7 აგვისტო
ბერძნულ-რომაული ჭიდაობა. რამაზ ზოიძე
13:30 – 67 კგ, იწყება მერვედფინალით, ფინალური ბლოკი მეორე დღეს, 8 აგვისტოს გაიმართება.
ბერძნულ-რომაული ჭიდაობა. ლაშა გობაძე
13:30 – 87 კგ, იწყება მერვედფინალით, ფინალური ბლოკი მეორე დღეს, 8 აგვისტოს გაიმართება.
17:00 – 61 კგ
8 აგვისტო
თავისუფალი ჭიდაობა. ვლადიმერ გამყრელიძე
13:30 – 86 კგ, იწყება მერვედფინალით, ფინალური ბლოკი მეორე დღეს, 9 აგვისტოს გაიმართება.
9 აგვისტო
თავისუფალი ჭიდაობა. გენო პეტრიაშვილი
13:30 – +125 კგ, იწყება მერვედფინალით, ფინალური ბლოკი მეორე დღეს, 10 აგვისტოს გაიმართება.
10 აგვისტო
თავისუფალი ჭიდაობა. გოდერძი ძებისაშვილი
13:30 – 65 კგ. იწყება მერვედფინალით, ფინალური ბლოკი მეორე დღეს, 11 აგვისტოს გაიმართება.
თავისუფალი ჭიდაობა. გივი მაჭარაშვილი
13:30 – 97 კგ, იწყება მერვედფინალით, ფინალური ბლოკი მეორე დღეს, 11 აგვისტოს გაიმართება.
ძალოსნობა. ირაკლი ჩხეიძე
13:30 – 102 კგ
ძალოსნობა. ლაშა ტალახაძე
22:30 – + 102 კგ
რეალურად, ზაფხულის ოლიმპიური თამაშები უკვე დაიწყო ოთხშაბათს, 24 ივლისს ფეხბურთისა და 7-კაცა რაგბის მატჩებით, თუმცა გახსნის ცერემონია დღეს, 26 ივლისს იმართება.
ცერემონიის ფარგლებში 7000-მდე სპორტსმენი 85 ნავით პარიზის შუაგულში, მდინარე სენაში წინასწარ შედგენილ 6 კმ-ის სიგრძის მარშრუტს გაივლის. ხიდები სენაზე ცერემონიის დაწყებამდე 3 საათით ადრე გაიხსნება. ღონისძიება 3-საათ-ნახევარზე მეტხანს გაგრძელდება. ორგანიზატორების განცხადებით, ცერემონიას 80-ზე მეტი სახელმწიფოსა და მთავრობის მეთაური დაესწრება, ასევე, მდინარის ნაპირებიდან სანახაობას თვალს მიადევნებს 300 000-ზე მეტი მაყურებელი, ტელევიზიით კი – 1,5 მლრდ ადამიანი მთელ მსოფლიოში.
ცერემონიის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად კერძო დაცვის 2000 თანამშრომელი და 45 000 პოლიციელი სრულ მზადყოფნაშია. სპორტსმენების მიერ გასავლელი მარშრუტის გასწვრივ, შენობების თავზე სნაიპერები განლაგდებიან. დაკეტილი იქნება მიმდებარე მეტროსადგურები, ასევე, რამდენიმე ხიდი. პარიზის თავზე არ დაიშვებიან არც თვითმფრინავები, ცერემონიაში მონაწილეთა გარდა.
ოლიმპიური თამაშების რეპორტაჟებს შეგიძლიათ თვალი მიადევნოთ საქართველოს პირველი არხზე.
ნუცა ყაველაშვილი
ამავე თემაზე: რა თანხას გამოიმუშავებენ სპორტსმენები პარიზის ოლიმპიადაზე?
კომენტარები