ჰოროსკოპი: კვირის ასტროლოგიური პროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთვის, 22 – 28 ივლისი
ეს კვირა ერთი ამოსუნთქვით ჩაივლის. განცდა, რომ ზაფხული მალე დასრულდება, ბევრ ადამიანს დააჩქარებს, რომ მაქსიმალურად დაისვენოს და გაერთოს. რა თქმა უნდა, კარიერისტები და საკუთარი საწარმოების მფლობელები ვერ შეძლებენ ბოლომდე დაივიწყონ საქმე და კარგად დაისვენონ, მაგრამ არც თანამშრომლის სტატუსის მქონე ადამიანები და საერთოდ არავინ არ უნდა მოიქცეს დაუდევრად პროფესიულ მოვალეობასთან მიმართებაში. აქედან გამომდინარე, გაერთეთ გონივრულად, ანუ ისე, რომ მეტისმეტად დატვირთული საღამოს შემდეგ, დილით თავის ტკივილმა დასვენება საერთოდ არ დაგავიწყოთ. უმჯობესია შვებულება ძალიან „ცივილიზებულად“ გაატაროთ, არც კულტურული აქტივობები დაივიწყოთ და მშვიდად დაისვენოთ.
ამ კვირაში ვარსკვლავების გავლენამ შესაძლოა თქვენი განწყობა შეცვალოს. თუ არ ხართ მზად თქვენი პრობლემები საყვარელ ადამიანებს გაუზიაროთ, შესაძლებელია ამან გაუგებრობები და კონფლიქტიც კი გამოიწვიოს, რაც სტრესით გემუქრებათ. ფინანსურ სექტორში დიდია გარკვეული ზარალის ალბათობა, ამიტომ შეეცადეთ, თქვენი სახსრები გონივრულად, ყოველგვარი იმპულსური მოქმედებების გარეშე მართოთ. სამშაბათი და ოთხშაბათი შეიძლება კვირის ყველაზე რთული დღეები იყოს, მოგიწევთ სწრაფი რეაგირება და კურსის შეცვლა. ყურადღება მიაქციეთ ოჯახურ საკითხებს. რაც ამ კვირაში გჭირდებათ, ცოტა მოთმინებაა და თქვენი ცხოვრება პოზიტიურ მიმართულებას მიიღებს!
სასიკეთო დღეები: 24, 28.
არასასიკეთო დღე: 26.
კურო
არ არის გამორიცხული, რომ ამ კვირაში ვარსკვლავების გავლენამ თქვენს აზრებში გარკვეული დაბნეულობა შემოიტანოს, რაც გადაწყვეტილების მიღებაში შეგიშლით ხელს. სანამ რაიმეს გადაწყვეტთ, ეცადეთ დაისვენოთ და სიტუაციას შორიდან შეხედოთ. ფინანსური თვალსაზრისით, ეს არ არის საუკეთესო კვირა თქვენთვის. მოერიდეთ ზედმეტ ხარჯებს და ნუ დადებთ საეჭვო გარიგებებს. კვირის მეორე ნახევარში დგება ხელსაყრელი მომენტი საკუთარი ძალების და შესაძლებლობების კონცენტრირებისთვის და მკვეთრი, თუნდაც მოულოდნელი, წინსვლისთვის. შაბათ-კვირას თქვენი სიჩუმე ოქროზე უფრო ფასეული იქნება. სხვებს მოუსმინეთ, გამოიტანეთ დასკვნები, მაგრამ ამაზე ნუ ისაუბრებთ. ეს დღეები ხელსაყრელია მოგზაურობისთვის.
სასიკეთო დღეები: 25, 30.
არასასიკეთო დღე: 27.
ტყუპი
ამ კვირაში თქვენს ცხოვრებაში აშკარად სასიამოვნო ცვლილებებია მოსალოდნელი. თქვენი სურვილები ახდება. და, უპირველეს ყოვლისა, ეს ეხება პირად სფეროს. თქვენი საყვარელი ადამიანი მიხვდება, რამდენად ძვირფასი ხართ მისთვის და გაითვალისწინებს თქვენს სურვილებს. წარმატება გელით პროფესიულ სფეროშიც, სადაც ბევრი თქვენგანი შეძლებს გამოავლინოს საუკეთესო თვისებები და თავისი ვალდებულებები დათქმულ ვადებში შეასრულოს. ხელმძღვანელების კრიტიკა მშვიდად მიიღეთ და თვითგანვითარებისთვის გამოიყენეთ. ჰარმონიით და სიმშვიდით დატკბებით, თუ იპოვით ბალანსს სამსახურსა და სახლს შორის.
სასიკეთო დღეები: 26, 29.
არასასიკეთო დღე: 28.
ამ კვირაში გარშემო მყოფები დაიწყებენ იმის გარკვევას, თუ რის ღირსი ხართ სინამდვილეში. ნუ გაუცრუებთ მათ იმედს, გამოავლინეთ თქვენი ფარული ნიჭი. რაც უფრო აქტიურ ცხოვრების წესს აირჩევთ, მით უფრო ადვილი იქნება ნებისმიერი საქმე თქვენთვის. სავსე იქნებით ახალი იდეებით, შეძლებთ მათ საუკეთესოდ განხორციელებას და ხელმძღვანელების მადლიერებას დაიმსახურებთ, რაც საშუალებას მოგცემთ, გააუმჯობესოთ თქვენი კარიერული პერსპექტივები. ეს არის შესაფერისი დრო თქვენი პოზიციის გასაძლიერებლად და უფრო მაღალი ზრდის ტემპებისთვის მოსამზადებლად. მიუხედავად იმისა, რომ ამ კვირაში ძალიან დატვირთული იქნებით, აუცილებლად დაუთმეთ დრო ოჯახს. კარგი იქნება, თუ სამოგზაუროდ წახვალთ.
სასიკეთო დღეები: 25, 28.
არასასიკეთო დღე: 30.
შეეცადეთ, არ დაკარგოთ ძვირფასი დრო უსაგნო და ფუჭ საუბრებზე. ყველაფერი, რასაც გეგმავთ, შეიძლება განხორციელდეს, თუ მშვიდად და გულდასმით გააკეთებთ თქვენს საქმეს. სამუშაო გეგმის შედგენამდე ღირს თქვენი პარტნიორების სანდოობის შემოწმება. ამ კვირაში დიდად სავარაუდოა ახალი ნაცნობობა და შეხვედრები, რამაც შეიძლება გავლენა მოახდინოს თქვენს მომავალ ცხოვრებაზე. ფინანსურ სფეროში ყველაფერს წარმატებით განახორციელებთ, თუ ნაჩქარევ, იმპულსურ ქმედებებს არ მიმართავთ. არ არის გამორიცხული მოულოდნელი შემოსავალი, მაგალითად, ადრე განხორციელებული ინვესტიციებიდან. ამ კვირაში ტოლერანტული იქნებით ირგვლივ მყოფების მიმართ და შესაძლოა ახლობლებს ნაკლოვანებებიც კი აპატიოთ.
სასიკეთო დღეები: 24, 27.
არასასიკეთო დღე: 25.
ფოკუსირება მოახდინეთ პრიორიტეტული ამოცანების გადაჭრაზე, რადგან ამ კვირაში ყველაფერს ერთდროულად ვერ გაუმკლავდებით, განსაკუთრებით გარე დახმარების გარეშე. იყავით მშვიდი და ყურადღებიანი; ეცადეთ, ამ პერიოდში სამსახურში მოერიდოთ ღია დაპირისპირებას, რადგან კონფლიქტურ ურთიერთობებში, უბრალოდ, აუტანელი იქნებით. კვირის პირველ ნახევარში არ არის გამორიცხული კამათი მეგობრებთან, ასევე, ზედმეტი ხარჯები პირად ცხოვრებაში, თუმცა კვირის მეორე ნახევარში ეს არახელსაყრელი ეტაპი დასრულდება, თქვენზე გარემოებების ზეწოლა შემცირდება და ბევრი პრობლემა თავისთავად მოგვარდება. თქვენი თანდაყოლილი დიპლომატიით, დარწმუნების უნარით შეგიძლიათ მშვიდობას და ჰარმონიას მიაღწიოთ.
სასიკეთო დღეები: 24, 28.
არასასიკეთო დღე: 26.
ამ კვირაში ჩაერთეთ სულიერ განვითარებასა და თვითგანათლებაში. შეგიძლიათ ბევრი ძალიან სასარგებლო ინფორმაცია შეიტყოთ. შეხვედრები და მოლაპარაკებები სამშაბათს წარმატებული იქნება. შეიძლება დაგაინტერესოთ ბიზნესშემოთავაზებებმა. დროა წახვიდეთ შვებულებაში და ისწავლოთ რაიმე ახალი. მეტი თავდაჯერებულობა გმართებთ. დაისახეთ გლობალური მიზნები, მოერიდეთ კონფლიქტებს და თქვენი შემოქმედებითი მიღწევები დაფასდება, რასაც ვარსკვლავების პოზიცია მოწმობს. ამ კვირაში სასიამოვნო შეხვედრა გელით ძველ მეგობრებთან. კარგი იქნება, თუ შაბათ-კვირას მათთან ერთად გაატარებთ. პირად ფრონტზე მოსალოდნელია სიურპრიზები საყვარელი ადამიანისგან.
სასიკეთო დღეები: 27, 30.
არასასიკეთო დღე: 28.
სიმტკიცე და მონდომება ბევრ თქვენგანს ამ კვირაში დივიდენდებს მოუტანს კარიერული წინსვლის სახით.. არ არის გამორიცხული, ახალი სამუშაო ან ძალიან მასშტაბურ და რთულ პროექტში მონაწილეობა შემოგთავაზონ. ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია იმ მორიელებისთვის, რომლებიც ახლა ცდილობენ კარიერის კიბეზე ასვლას და პოზიციების განმტკიცებას. ეს დაგეხმარებათ თქვენი მიზნების მიღწევაში, თუმცა ფხიზლად უნდა იყოთ და არ მისცეთ უფლება შურიან ადამიანებს, გაანადგურონ ის, რაც თქვენ შექმენით. ვარსკვლავები სასიკეთო გავლენას მოახდენენ თქვენს პირად ურთიერთობებზე და ოჯახურ ცხოვრებაზე. შესანიშნავი შაბათ-კვირა გელოდებათ.
სასიკეთო დღეები: 26, 29.
არასასიკეთო დღე: 25.
ამ კვირაში კმაყოფილი დარჩებით მოვლენების განვითარებით, რადგან ვარსკვლავების გავლენა ხელს შეუწყობს პროგრესს ყველა საკითხში. ხელსაყრელი პერიოდია პარტნიორული ურთიერთობების დამყარებისა და განახლებისთვის. ბიზნესმენებს, დიდი ალბათობით, კარგი მოგება და მომგებიანი კონტრაქტები ელით. ბევრი თქვენგანი შეძლებს დიდი მოცულობის სამუშაოს მარტივად დასრულებას. თქვენი შრომისმოყვარეობა და ინტელექტი დაფასდება, კარიერაში ახალ სიმაღლეებს მიაღწევთ. პირად ცხოვრებაში მშვიდობა და ჰარმონია შენარჩუნდება, შვილები წარმატებებით გაგახარებენ. გაგიჩნდებათ დიდი სურვილი, გააკეთოთ რაიმე სასიამოვნო თქვენი საყვარელი ადამიანებისთვის.
სასიკეთო დღეები: 25, 28.
არასასიკეთო დღე: 29.
ამ კვირაში მეტი დრო დაუთმეთ საკუთარ თავს და თქვენს ახლობლებს ან, კიდევ უკეთესი, დაისვენეთ ერთი კვირა და წადით სადმე ზღვაზე. დასვენება შესანიშნავი საშუალებაა ძალების მობილიზებისა და მომავალ მიღწევებზე კონცენტრირებისთვის. დასვენებულს უფრო ადვილად შეგიძლიათ შეასრულოთ თითქმის ყველაფერი, რაც დაგეგმეთ. ზოგიერთი მცირე უთანხმოება საყვარელ ადამიანებთან, რომლებიც ამ ბოლო დროს გაწუხებთ, უბრალოდ გაქრება, რაც სიხარულის მიზეზს მოგცემთ. სახლში არსებული ატმოსფერო დადებითად აისახება თქვენს პროფესიულ საქმიანობაზე. მზად იქნებით ნებისმიერი ცვლილებისთვის ცხოვრებაში და შეძლებთ ადეკვატურად უპასუხოთ ნებისმიერ გამოწვევას.
სასიკეთო დღეები: 24, 27.
არასასიკეთო დღე: 26.
ამ კვირაში უნდა გამოიჩინოთ დიდი ინიციატივა და გამბედაობა და იცოდეთ, რომ კარგი სარგებელი გელით უახლოეს მომავალში. პროფესიულ ცხოვრებაში შეძლებთ ყველა დავალების მარტივად შესრულებას და კარიერაში მნიშვნელოვანი წინსვლის მიღწევას, რასაც ხელს შეუწყობს ვარსკვლავების დადებითი გავლენა. თქვენი იდეების განხორციელებისას კოლეგების, მეგობრებისა და ახლობლების მხარდაჭერა დაგჭირდებათ. უფრო გულწრფელი უნდა იყოთ მათთან და გამოკვეთოთ პერსპექტივები. პარასკევს სერიოზულად უნდა იმუშაოთ თქვენს ემოციურ მდგომარეობაზე, რადგან პირქუში განწყობა პარტნიორებს აშორებს. პირად ცხოვრებაში გზას რომანტიკული განწყობა გინათებთ.
სასიკეთო დღეები: 26, 30.
არასასიკეთო დღე: 24.
ამ კვირაში მსოფლიოში არ იქნებიან უფრო მეტად მიზანდასახული ადამიანები, ვიდრე თქვენი ნიშნის წარმომადგენლები. შეგიძლიათ გაუმკლავდეთ თითქმის ნებისმიერ დავალებას და მიზანსაც მიაღწიოთ. კარგი განწყობა და მიღწეულით კმაყოფილება, ვარსკვლავების დადებით გავლენასთან ერთად, საშუალებას მოგცემთ, გაუძლოთ დაპირისპირებებს და ნებისმიერი სიტუაციიდან გამარჯვებული გამოხვიდეთ. ფინანსურ სფეროში ახალი შესაძლებლობები და ინვესტიციები სოლიდურ მოგებას გპირდებათ. კვირის ბოლოს იდეალურ ბალანსს მიაღწევთ სამსახურსა და სახლს შორის, სადაც სიმშვიდე და ჰარმონია სუფევს.
სასიკეთო დღეები: 25, 29.
არასასიკეთო დღე: 27.
თამთა გურული
კომენტარები