მსოფლიოში ყველაზე ძვირად ღირებული მეკარე დაოჯახდა – სამი წლის წინ ინტერნეტით დაწყებული love story გრანდიოზული ქორწილით დაგვირგვინდა (ვიდეორეპორტაჟი)
ქართველი საფეხბურთო ვარსკვლავი, გიორგი მამარდაშვილი და მისი რჩეული ელენე ეპიტაშვილი დაოჯახდნენ. გრანდიოზული ქორწილი „ლისი ივენთ ჰოლში“ გაიმართა.
მანამდე წყვილმა გაამხილა, რომ პირველ შვილს ელოდება და სქესის გაგების გრანდიოზული ცერემონიაც მოაწყო. გოგონას მამობის მოლოდინში „მამარდამ“ მეუღლის სტატუსიც გაიფორმა და მსოფლიოში ყველაზე ძვირადღირებული მეკარეც გახდა.
Transfermarkt-ის განახლებული შეფასებით, საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრებისა და ესპანეთის კლუბ „ვალენსიას“ მეკარის – გიორგი მამარდაშვილის სატრანსფერო ღირებულება 45 მილიონი გახდა. მიმდინარე წლის 7 ივნისს ქართველი მეკარის ფასი 35 მილიონი იყო და ამ ღირებულებით მსოფლიოში ყველაზე ძვირად ღირებულ მეკარეებს შორის მეხუთე ადგილს იკავებდა. განახლებული ფასით კი გიორგი მსოფლიოში ყველაზე ძვირად ღირებული მეკარეა.
გიორგი მამარდაშვილის რჩეული – ელენე ეპიტაშვილი საზოგადოებამ ერთი წლის წინ გაიცნო, როდესაც საყვარელმა მამაკაცმა ხელი საჯაროდ სთხოვა. ელენე მოდელია, ხშირად ჩანს არაერთი ცნობილი ბრენდის კამპანიაში, გიორგისთან ერთად ვალენსიაში დიდ დროს ატარებს და მის წარმატებაში დიდ როლს ასრულებს.
წყვილის ჯვრისწერა ღვთაების მამათა მონასტერში დეკანოზმა იოანე ხეცურიანმა აღასრულა.
View this post on Instagram
ცერემონია გრანდიოზული წვეულებით გაგრძელდა, რომელსაც საფეხბურთო ნაკრების წევრები, მომღერლები, წყვილის ოჯახის წევრები და მეგობრებიც ესწრებოდნენ.
ქორწილში ელენე ეპიტაშვილს საოცრად ლამაზი მეორე, საღამოს კაბა ეცვა და მხიარულად ცეკვავდა და მღეროდა.
გრანდიოზული წვეულებიდან სოციალურ ქსელში ბევრი ვიდეო გავრცელდა, ერთ-ერთის ავტორი, „მამარდას“ დეიდა – თიკო ბლიაძეა. მას დაბადების დღე დისშვილმა საკუთარ ქორწილში მიულოცა და უმღერა.
წვეულება ულამაზესი ტორტის გაჭრით დაგვირგვინდა.
@artgeorgia #mamarda #wedding ♬ My Love Mine All Mine – Mitski
ქორწილის ოფიციალური ნაწილის დასრულების შემდეგ მხიარულებამ კიდევ უფრო იმატა და დარბაზიდან ეზოში გადაინაცვლა. პატარძალი აქ ახალი სამოსით გამოჩნდა და მეუღლესთან ერთად „ქართულიც“ იცეკვა.
კომენტარები