ევროპაში ყველაზე პოპულარული სახელები
საფრანგეთის სტატისტიკისა და ეკონომიკური კვლევების ეროვნულმა ინსტიტუტმა (INSEE) გამოავლინა იმ სახელების სია, რომლებიც, ძირითადად, გასული წლის განმავლობაში დაბადებულ ბავშვებს დაარქვეს.
საფრანგეთში ახლა უფრო რეტრო სახელების დარქმევის ტენდენციაა. ეს ტენდენცია ვრცელდება ბიჭების სახელებზეც. წელს 1900-1920-იანი წლების სახელი – ლუიზი (Louise) ლიდერობს.
2023 წლის რეიტინგის მიხედვით, გოგონების ყველაზე პოპულარული სახელებია: Louise, Jade და Ambre (ლუიზი, ჟადი და ამბრი), ხოლო ბიჭებისთვის, 2021-2022 წლების მსგავსად, Gabriel, Léo და Raphaël (გაბრიელი, ლეო და რაფაელი).
გადავხედოთ ევროპაში ყველაზე პოპულარულ სახელებს.
გოგოებს ძირითადად არქმევენ შემდეგ სახელებს:
1. ლუიზი (3177)
2. ამბრი (3168)
3. ალბა 3088)
4. ჟადი (2891)
5. ემა 2663)
6. როუზი (2375)
7. ალმა (2342)
8. ალისა (2256)
9. რომი (2256)
10. ანნა 2129)
რაც შეეხება ბიჭებისთვის შერქმეულ სახელებს, პირველი ტოპათეული ასე გამოიყურება:
1. გაბრიელი (4527)
2. რაფაელი 3477)
3. ლეო (3454)
4. ლუი (3331)
5. მაელი (3280)
6. ნოა (3163)
7. ჟიული (3020)
8. ადამი (2966)
9. არტური (2915)
10. ისააკი (2551)
გოგოს ყველაზე პოპულარული სახელი – ლუიზი გამარჯვებასა და ძალასთან ასოცირდება. რაც შეეხება ბიჭის სახელს – გაბრიელს, ის მომდინარეობს ებრაული სახელიდან Gaḇrīʾēl, რაც ნიშნავს „ღმერთი ჩემი ძალაა“ ან „ღვთის კაცს“.
მთავარანგელოზი გაბრიელი დამახასიათებელია როგორც ქრისტიანობისთვის, ისე ისლამისთვის. 2000 წლიდან სულ უფრო მეტი ადამიანი არქმევს თავის შვილს სახელს გაბრიელს.
euronewsgeorgia.com
ყველაზე გავრცელებული სახელები და გვარები – ნინო, გიორგი და ბერიძე კვლავ ლიდერობენ
კომენტარები