გიორგი მამარდაშვილი მოგერიებული ბურთებით ევროპის ჩემპიონატის ლიდერია – „მამარდა“ მსოფლიოს ყველაზე ძვირად ღირებული მეკარეთა TOP-ათეულშია
მოგერიებული ბურთების რაოდენობით გიორგი მამარდაშვილი ლიდერია – ქართველმა „კლდემ“ ევროპის ჩემპიონატზე ყველაზე მეტი, 29 ბურთი მოიგერია!
უეფას ვებგვერდზე გამოქვეყნებულ სტატისტიკაში საქართველოს ნაკრების მეკარეს 29 მოგერიება აქვს, სხვა სტატისტიკური ვებგვერდების მონაცემებით კი – 30.
23 წლის მამარდაშვილი ამ მაჩვენებლით ერთპიროვნული ლიდერია და კონკურენტებს დიდი უპირატესობით უსწრებს.
ავტორიტეტულმა სპორტულმა გამოცემა „სოფასქორმა“ მამარდაშვილი მეორე ტურის სიმბოლურ ნაკრებში საფეხბურთო ვარსკვლავებს შორის უმაღლესი შეფასებით შეიყვანა.
სტატისტიკური გვერდის, OptaJose-ს მონაცემებით კი გიორგი მამარდაშვილი ევროპის ჩემპიონატების ისტორიაში მეკარეებს შორის მეორე ადგილზეა.
30 – Only the Russian Igor Akinfeev in 2008 has been the keeper to have made more saves in a single Euro’s edition since at least 1980 than Giorgi Mamardashvili 🇬🇪in this edition (30 saves as Italian Francesco Toldo in 2000). Wall#EURO2024 #SPAGEO pic.twitter.com/9jvNko98k3
— OptaJose (@OptaJose) June 30, 2024
ივნისის ბოლოს Transfermarkt-მა ფეხბურთელების საბაზრო ღირებულებები განაახლა.
აღსანიშნავია, რომ ყველაზე ძვირად ღირებული მეკარეების ათეულში საქართველოს ნაკრებისა და ესპანეთის „ვალენსიის“ ფეხბურთელი, გიორგი მამარდაშვილი მოხვდა, რომლის ღირებულება მარტში 5 მილიონი ევროთი გაიზარდა და 35 მილიონ ევროს გაუტოლდა.
ველით Transfermarkt-ის განახლებულ რეიტინგს – „მამარდა“ საუკეთესოა!
კომენტარები