საზოგადოებასპორტი

ევრო 2024-მა სექსინდუსტრიის განვითარებასაც შეუწყო ხელი (ვიდეო)

ევროპის წლევანდელმა ჩემპიონატმა გერმანიაში ბევრ ბიზნესს შეუწყო ხელი, მათ შორის, სექსინდუსტრიას. ევრო 2024-ის დაწყების შემდეგ ქვეყანაში ათიათასობით სექსმუშაკი ჩავიდა.

გერმანული სასტუმროები, ბარები და რესტორნები გაზრდილ მოგებას ითვლიან, მაგრამ ტურნირმა არა მხოლოდ სტუმარმასპინძლობის ინდუსტრია გააძლიერა – სექსბიზნესიც ყვავის, იუწყება Euronews-ი.

ბოლო ერთი თვის განმავლობაში, ევროპის საფეხბურთო ჩემპიონატის მიმდინარეობისას, ქვეყანაში 100 ათასზე მეტი მეძავი მუშაობდა. ეროტიკული სერვისის – Erobella-ს შეფასებით, ჩემპიონატის მასპინძელ ქალაქებში თითქმის 14 ათასი სექსმუშაკი და თანამშრომელი ჩავიდა ფეხბურთის ფანებისთვის ინტიმური მომსახურებების გასაწევად.

„ისინი, ძირითადად, ბულგარეთიდან, რუმინეთიდან, სლოვაკეთიდან, ჩეხეთიდან, პოლონეთიდან ჩამოდიან … [ქალები] აქ მხოლოდ სიღარიბის გამო ყიდიან საკუთარ სხეულს“, – ამბობს სოციალური მუშაკი გერჰარდ შონბორნი.

ჟან ვალენტინის თქმით, რომელსაც სექსინდუსტრიაში მუშაობის 26-წლიანი სტაჟი აქვს, „კლიენტების უმეტესობა ბერლინის ცენტრში ცხოვრობს. სასტუმროებში მყოფი სტუმრები ჯავშნიან თანმხლებს, როდესაც კომპანიონთან ერთად სადილობა სურთ. ან რეკავენ და ნომერში იბარებენ ქალს“.

.გერმანიაში პროსტიტუცია 2002 წლიდან ლეგალიზებულია და ბორდელები ლეგალურად მუშაობენ. ფრანკფურტში, მაგალითად, 30-ზე მეტი ბორდელია, ჰამბურგში – 90-ზე მეტი. ბერლინში სექსუალური მომსახურებისთვის სპეციალური ქუჩის ჯიხურებიც კი გახსნეს.

ახლახან მიღებული კანონების თანახმად, მსგავსი ტიპის ნებისმიერი დაწესებულება ოფიციალურად უნდა იყოს რეგისტრირებული, თუმცა ლიცენზიის მისაღებად თანამშრომლების ტესტირება აივ-ზე და სქესობრივი გზით გადამდებ ინფექციებზე სავალდებულო არ არის.

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close